ჯანდაცვა, განათლება, პენსიები - NDI-ის კვლევით, მოსახლეობის ყველაზე პრიორიტეტული საკითხები

ფოტო: On.ge
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტული საკითხები ჯანდაცვა, განათლება და პენსიები/სოციალური დახმარებაა. ეს საკითხი აქტუალობის კუთხით მნიშვნელოვანია როგორც მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად საქართველოში. კვლევის დროს რესონდენტებს სამი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა დაესახელებინათ.
გამოკითხული მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად დაფინანსება უნდა მოაკლდეს დიპლომატია/საგარეო ურთიერთობებს, პოლიციასა და პატარა და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ საქმიანობას.
NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა, საიდანაც გამოპასუხება 49 პროცენტია, ცდომილება კი - 1,9 პროცენტი.
კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები CRRC საქართველომ შეასრულა. მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები