2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციურ კანდიადტებს შორის ქართულ ოცნებასთან გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს აქვს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომელიც დღეს, პირველ აგვისტოს გამოქვეყნდა.

გამოკითხვის შედეგები მეორე ტურთან დაკავშირებით, პარტიების მიხედვით

  • ქართული ოცნება (32%), ნაციონალური მოძრაობა (20%);
  • ქართული ოცნება (32%), პატრიოტთა ალიანსი (11%);
  • ქართული ოცნება (31%), დავით ბაქრაძე (20%);
  • ქართული ოცნება (26%), გიორგი მარგველაშვილი (21%).

ფოტო: On.ge

NDI-ის დაკვეთით კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 23 ივნისიდან 8 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუსთვის 2 409 ადამიანი წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის შეირჩა, საიდანაც გამოპასუხება 49 პროცენტია, ცდომილება კი - 1,9 პროცენტი.

კვლევა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები CRRC საქართველომშეასრულა. მოსახლეობა არ გამოკითხულა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.