ახალი ნახევარმცველის საჭიროებამ ბარსელონა, შეიძლება, ბაიერნამდე მიიყვანოს, ოღონდ არა ტიაგო ალკანტარას, არამედ არტურო ვიდალის გამო.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიელებმა ვიდალის შეძენის სურვილი გამოთქვეს. თავის მხრივ, ვიდალით ინტერი და მილანიც არიან დაინტერესებული.

ბაიერნის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ხნის წინ ხაზი გაუსვა, რომ ამ ზაფხულს მათი და ვიდალის გზები, შეიძლება, გაყრილიყო.

31 წლის ჩილელმა ნახევარმცველმა იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ, ბაიერნში 3 სეზონი გაატარა.