მუშტისა და თაფლაკვერის პოლიტიკის შედეგი კონფლიქტის ზონაში
"საქართველოში შემოჭრის შემდეგ, რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიას ჩაეჭიდა და შეიარაღებულ ბანდფორმირებებს დაპყრობილ ტერიტორიებზე თარეშის ნება მისცა. ამ ყველაფრის შედეგად, ათობით ათასი ეთნიკური ქართველი სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში გაიქცა.
ათი წლის შემდეგაც, ბევრი მათგანი საკუთარ სამშობლოში დევნილად რჩება. ამ ხალხის გასაჭირი დღემდე გრძელდება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მხარეები გამოსავალზე ვერც კი მსჯელობენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთმა ამ საკითხის განმხილველი სამუშაო ჯგუფი დატოვა", – ნათქვამია აშშ საელჩოს დღევანდელ განცხადებაში.
საქართველოში ამ დროისთვის 273 411 დევნილია დარეგისტრირებული. ყველა მათგანი დევნილთათვის განკუთვნილი შემწეობით სარგებლობს. სახელმწიფოს მიერ გაწერილი სამოქმედო გეგმის თანახმად, გათვალისწინებულია დევნილების საცხოვრებლით სრულად დაკმაყოფილება. პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.
საკუთარი საცხოვრებელი საქართველოში მაცხოვრებელ ყველა დევნილ ოჯახს ჯერ არ აქვს. დევნილად ქცევის მიზეზი რუსული აგრესიაა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ გრძელდება.
ამ ქმედების პარალელურად, რასაც, პირობითად, "მუშტის პოლიტიკა" შეიძლება დავარქვათ, "თაფლაკვერის" პოლიტიკაც მუშაობს. რუსული რბილი ძალის ქმედებებს დღეს საქართველოში უკვე შედეგი აქვს. ეს შედეგი დევნილებთან გასაუბრების შემდეგ უფრო თვალშისაცემია. რუსული ბომბებისა და აგრესიული პოლიტიკის შედეგად, საკუთარი სახლებისა და მიწა–წყლის გარეშე დარჩენილი ადამიანების არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დღეს გეტყვით, რომ ერთადერთი ხსნა რუსეთთან დამეგობრებაა.
ასე ფიქრობს მაგალითად ქურთადან დევნილი ნელი გამხიტაშვილი: „ჩემი აზრით, ჩემი განწყობით, თუ რუსეთთან არ ვიქნებით ისევ კარგად, ისევ მეზობლურად, როგორც ვიყავით, არაფერი გვეშველება. ძალიანაც კარგად ვიყავით, რაში გვჭირდებოდა ჩვენ გამოყოფა და დამოუკიდებლობა ამ პატარა საქართველოს. როგორ უნდა შევინახოთ თავი?", - ამბობს ნელი და იხსენებს, რომ თავიდანვე დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო.
"როგორც კი ეს ამბავი გავიგე. მაშინვე ვიფიქრე, დამოუკიდებელმა საქართველომ როგორ უნდა იცხოვროს–მეთქი. მეზობელი რომ ძლიერი გყავს, გული გაქვს. ჩვენ დასახლებაშიც ასეა. თუ ძლიერი მეზობელი გყავს, კარგია. რუსეთი არ გაგვიშვებს, ნატოში ჩვენ ვერ შევალთ. რუსეთი არ დაგვთმობს".
კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტეფანე მესროფაშვილი განსხვავებულად ფიქრობს. ის ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრობს და ყოველდღიურად აკვირდება ადამიანთა გატაცების პროცესს. მიიჩნევს, რომ ქართველებსა და ოსებს გასაყოფი არაფერი აქვთ და რომ არა რუსეთი, მშვიდობასა და კეთილმეზობლურ თანაცხოვრებას ალტერნატივა არ ექნებოდა:
"რუსები რომ არ იყვნენ, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა პირველი ომის მერეც. შევდიოდით ჩვეულებრივად, გამოვდიოდით. ვაჭრობა გვქონდა, მივდიოდით, მოვდიოდით, ურთიერთობა გვქონდა. ახლაც დიდი სურვილი იქნება, ამის ნება რომ გვქონდეს. ამას წინათ იქით მხარეს ცეცხლი წაეკიდა, საზღვართან ახლოს. მათაც გამოგზავნეს სახანძრო მანქანა, ჩვენგანაც წავიდა და გვერდი–გვერდ მუშაობდნენ ორ მეტრში, ასე აქრობდნენ ცეცხლს. მეც იქ ვიყავი, ვესწრებოდი ამ ამბავს".
"ამერიკის ხმასთან" ცხინვალიდან დევნილი, ყოფილი დეპუტატი შიდა ქართლიდან სოსო ვახტანგაშვილი საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ რუსული რბილი ძალა საბჭოური სენტიმენტებით იკვებება და ასე ცდილობს ადამიანების ცნობიერებაზე გავლენის მოხდენას:
"ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, არის მისი მხრიდან ან ღია აგრესიის, ან შეფარული აგრესიის მსხვერპლი, რადგან რუსეთი თავის იმპერიულ ზრახვებს არ ივიწყებს და ცდილობს გავლენის სფეროები შეინარჩუნოს", - ამბობს ვახტანგაშვილი.
მისი თქმით, რუსული რბილი ძალის გამტარი საქართველოში არა მხოლოდ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ პოლიტიკური პარტიაცაა, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთთან დიალოგი შედეგის მომტანი იქნება.
"რუსეთთან დიალოგი, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ იმედის დამყარება შედეგზე, მიამიტობაა. მნიშვნელობა არ აქვს ამას არასამთავრობო ორგანიზაცია იტყვის, თუ პარტიული. რუსული რბილი ძალა იმ ადამიანებზე უფრო მეტად ახდენს გავლენას, ვისაც საბჭოთა პერიოდში უცხოვრია. ახალგაზრდები გაცილებით ჯანსაღად აზროვნებენ", - დასძენს ის.
ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაცია დღეს ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ივლისის თვეში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მათ 70 ადამიანი დააკავეს, რაც სამით ნაკლებია ივნისის თვის დაკავებულთა რაოდენობაზე. მოქალაქეები, ყველაზე ხშირად იმის გამო კვეთენ დე–ფაქტო საზღვარს, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა დარჩენილი მშობლიური სახლი ენატრებათ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები