ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისის თვეში მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 52 პროცენტით გაიზარდა და 75 372 მგზავრი შეადგინა (2017 წლის ივლისი 49 629 მგზავრი).

რაც შეეხება რეისების რაოდენობის ზრდას, 2018 წლის ივლისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 34 პროცენტით მეტია (2017 წლის ივლისი 188 რეისი).

2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310 115 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33 პროცენტით მეტია (2017 წლის 7 თვე - 233 261 მგზავრი).