ავღანეთის ქალაქ გარდეზში მდებარე მეჩეთში, ორმა კაცმა იარაღით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით 29 ადამიანი მოკლა. დაშავებულია 80-ზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც გარდეზის პროვინციის სპიკერმა განაცხადა, მეჩეთში ამ დროს პარასკევის ლოცვა მიმდინარეობდა. მისი თქმით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.