ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, გადაწყვეტილება მართველმა გუნდმა ერთხმად მიიღო.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს მას შემდეგ დაუჭერენ, რაც ყველა კანდიდატი წარადგენს თავს:

"ჩვენ ხმას დავუჭერთ რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს. ამის თაობაზე ჩამოყალიბდება ჩვენი პოზიცია მას შემდეგ, რაც გადავხედავთ სრულ სპექტს იმ კანდიდატებისა, რომელიც დაასახელებენ კანდიდატურას".

დღეს, 6 ივლისს საპრეზიდენტო კანდიდატურა წარადგინა სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ნაცვლად ვერ უპასუხებს კითხვას უჭერს თუ არა პარტია მას მხარს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, 28 ივლისს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა ან სალომე ზურაბიშვილს დაუჭერონ მხარი, ან საერთოდ არ ჩაერიონ ამ პროცესში.