სომეხმა შემსრულებლებმა Ando and Rafo-მ და Spitakci Hayko-მ საქართველოს საზღვაო კურორტს, ქობულეთს, სიმღერა მიუძღვნეს, სახელად Lady Kobuleti. მასზე გადაღებულ კლიპში ვხედავთ ჩოხასა და ფაფახში გამოწყობილ კაცს, რომელიც მოტაცებულ ქალთევზას აუზში ამწყვდევს.

ვიდეოში გვესმის ქართული სიტყვები, როგორიცაა "ცხელი სიმინდი", "გამარჯობა", ასევე ინგლისური და რუსული ფრაზები "Baby, I Love You" და "я тебя люблю".

კლიპი იუთუბზე პირველ აგვისტოს აიტვირთა და დღეს, 7 აგვისტოს, უკვე 2 089 547 ნახვა აქვს. ის რეგიონში იუთუბის ტრენდულ ვიდეოებში მეორე ადგილზეა.

კლიპის ბოლოს, ქალთევზას ზღვაში ჩუმად აბრუნებენ, თუმცა მას, სავარაუდოდ, მეთევზეები აფეთქებენ.