არასამთავრობოების კანონპროექტი მოსმენებზე სამართალდამცავების უფლებამოსილებას შეზღუდავს
არასამთავრობოების მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, უსაფრთხოების სამსახურს ის სააგენტო უნდა გამოეყოს, რომელიც მოსმენას, მიყურადებასა და თვალთვალს ახორციელებს
კამპანია ეს შენ გეხებას მიერ შემუშავებულ 2 კანონპროექტს პარლამენტში დეპუტატები, ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე, ინდივიდუალურად წარადგენენ. ამის შესახებ კამპანიაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 13 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
NGO-ების განმარტებით, იმისთვის, რომ აღნიშნული კანონპროექტები რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული არ ყოფილიყო, თავდაპირველად სურდათ ინიციატივა პარლამენტში თითო ფრაქციიდან თითო წევრს წარედგინა. თუმცა, მათი თქმით, ვინაიდან ეს ასე ვერ მოხერხდა, კამპანიამ ხმალაძესა და შავგულიძეზე შეაჩერა არჩევანი, რომლებიც ამავე საკითხზე სხვა კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები იყვნენ.
პრესკონფერენციაზე NGO-ებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რას მოიაზრებს შემუშავებული ინიციატივები, რომლებიც ფარული მიყურადების დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნასა და საპარლამენტო კონტროლის ახალ მექანიზმს გულისხმობს.
TI-ის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, პირველი კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურს ის სააგენტო უნდა გამოეყოს, რომელიც მოსმენას, მიყურადებასა და თვალთვალს ახორციელებს. მისი განმარტებით, აღნიშნულ სააგენტოს ე.წ. სერვის პროვაიდერის ფუნქცია უნდა ჰქონდეს:
"იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი ორგანოები სასამართლოდან შესაბამის დოკუმენტაციას,
ანუ თანხმობას მიიტანენ [სააგენტოსთან], დაიწყებელ კონკრეტული პირის თვალთვალს".
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, EMC-ის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა განმარტა, რომ ის უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის გაზრდას ითვალისწინებს:
"კანონპროექტის მიზანი არის, შეიქმნას სპეციალური საბჭო, რომლის ერთადერთი ფუნქცია უსაფრთხოების სამსახურის გასაღების სააგენტოზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება იქნება".
კანონპროექტის მიხედვით, საბჭოს მთავარი მოვალეობა იქნება, აკონტროლოს კანონის მოთხოვნების შესრულება უსაფრთხოების სამსახურისა და სააგენტოს მხრიდან. ვერძეულმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტის თანახმად, სპეციალური საბჭოს წევრები როგორც პარლამენტის, ისე პარლამენტის არაწევრი, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული პირები იქნებიან.
ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა როლი ექნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელსაც ამ ეტაპზე "მეორე გასაღები" გააჩნია, ვერძეულმა უპასუხა, რომ ინსპექტორი ფარული მოსმენის ინიცირების ეტაპში მონაწილეობას აღარ მიიღებს:
"მისი მხრიდან დასტური იმისთვის, რომ ფარული მოსმენა-მიყურადება დაიწყოს, საჭირო არ იქნება. თუმცა, მას ტექნიკური შესაძლებლობა ექნება იმისთვის, რომ თუ ელექტრონულად დაინახავს, რომ რომელიმე ადამიანის ფარული მოსმენა გასცდა დადგენილ ვადას ან საზღვრებს, მას ინფორმაციის ნაკადის ავტომატურად გადაკეტვა და მოსმენის შეწყვეტა შეეძლება".
რაც შეეხება ვადებს, თუ როდის წარადგენენ დეპუტატები აღნიშნულ 2 კანონპროექტს პარლამენტში, ეკა გიგაურმა განმარტა, რომ ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 2017 წლის მარტის ბოლომდე მისცა ვადა იმისთვის, რომ მოსმენების არსებული სისტემა შეიცვალოს, ხოლო პარლამენტს კანონპროექტების მისაღებად მხოლოდ თვე-ნახევარი აქვს დარჩენილი, მისთვისვეა მნიშვნელოვანი ამ კანონპროექტების დროულად მიღება:
"შემდეგ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებისა და პროგრამების დაწერა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ახალ სისტემაზე გადავიდეთ. ამიტომ ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად დავარეგისტრიროთ ეს ინიციატივები იმისთვის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასაც ჰქონდეს დრო და საშუალება, აღასრულოს პარლამენტის მიერ მიღებული ეს ახალი კანონები".
გიგაურმა ასევე განმარტა, რომ კამპანიის მიზანი არასდროს ყოფილა, სამართალდამცავი ორგანოებისათვის ნებისმიერი სამართალდამრღვევი პირის ფარული მიყურადების შესაძლებლობა შეეზღუდა. მისი განმარტებით, კონკრეტული მუხლების სამართალდამრღვევ პირებს, გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, შესაბამისმა უწყებებმა აუცილებლად უნდა მოუსმინონ, თუმცა სამართალდამცავ უწყებებს ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საშუალება არ უნდა ჰქონდეთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები