2016 წლის 12 მაისს, აშშ-ში, ლას-ვეგასთან ახლოს, უდაბნოში, კომპანია Hyperloop-one-მა ახალი სატრანსპორტო ტექნოლოგია ჰაიპერლუპი პირველად გამოსცადა საჯაროდ.

მოკლე მონაკვეთზე ჩატარებული სატესტო გარბენისას ძრავამ ვაგონის აჩქარება 0-დან 96-კმ/სთ-მდე 1 წამში შეძლო.

პირველადი ტესტი ტექნოლოგიის მეორე მთავარი ნაწილის, სატრანსპორტო მილის გარეშე ჩატარდა. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით უცნობია, აჩქარების რა ტემპი ექნება ვაგონს ჰაერის წინააღმდეგობის გარეშე. თუმცა, პროტოტიპის გამოცდისას მანქანამ 1 126 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ პირველი საჯარო ტესტის ვიდეოც:

მცირე ზომის ვაგონი, რომელსაც ჯერ მუხრუჭებიც არ აქვს, მოძრაობას იწყებს და ბოლოს ქვიშაში ჩერდება. ამ გამოცდის მთავარი მიზანი - არა მაქსიმალური სიჩქარის დაფიქსირება, არამედ ელექტრომაგნიტური პროპულსიის ტექნოლოგიაზე დაკვირვებაა.

შემდეგი ნაბიჯი სრული პროტოტიპის მშენებლობაა, რომელიც კომპანიამ უკვე დაიწყო და 2016 წლის ბოლოს დასრულდება.

ჰაიპერლუპის პროტოტიპის მშენებლობა

ფოტო: Hyperloop-One

ჰაიპერლუპის პროტოტიპის მშენებლობა

ჰაიპერლუპის პროტოტიპის მშენებლობა

ნევადა, აშშ, 2016

ფოტო: Hyperloop-One

ამავე ტექნოლოგიის სატრანსპორტო ტრასის მშენებლობას მეორე კომპანია Hyperloop Transportation Technologies ევროპაში აპირებს. მათი პროექტი, რომელიც ერთმანეთთან ბუდაპეშტს, ბრატისლავასა და ვენას დააკავშირებს, გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის შევა ექსპლუატაციაში.