ომბუდსმენი: ოჯახის შექმნის მიზნით, 2015 წელს, სკოლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ მიატოვა
სახალხო დამცველის ანგარიშის "ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა" მიხედვით, 2015 წელს, 611 არასწრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2014 წელს - 665. მათ შორის 95% გოგო იყო.
ომბუდსმენი სხვადასხვა უწყების მიერ აღრიცხულ მონაცემებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ ბავშვის დაბადების მომენტისთვის, 2015 წელს, 1 449 არასრულწლოვანი მშობელი დაფიქსირდა და ოჯახის შექმნის მიზნით, 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ მიატოვა სკოლა. ხოლო, 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა პირმა დაანება.
სახალხო დამცველი აღნიშნული მონაცემების შესაძლო უზუსტობაზე წერს, რადგან ქვემო ქართლში სკოლის პედაგოგები არ იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბავშვთა სკოლის მიტოვების მიზეზების შესახებ სტატისტიკის წარმოება და განათლების სამინისტროსთვის მიწოდება.
ასევე, ომბუდსმენი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს არასათანადო რეაგირებაზეც საუბრობს:
"იმ შემთხვევაში თუ სახეზე არ არის იძულებითი ქორწინება, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უჭირს ადრეულ ასაკში ქორწინების როგორც პრობლემის იდენთიფიცირება. 2015 წელს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ შესწავლილი რაოდენობის მთლიანი რაოდენობა 47 იყო, რაც ძალიან ცოტაა, თუ სხვა უწყებების მიერ აღრიცხულ შემთხვევებს შევადარებთ".
სახალხო დამცველის განმარტებით, რეგიონებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ გამოიკვეთა რომ სოციალურ სააგენტოებს ისევე როგორც სკოლებს უჭირთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელება ენობრივი ბარიერის გამო.
როგორც ანგარიშში წერია, აბორტების უმრავლესობა (11 018) თბილისში ფიქსირდება. მას მოჰყვება იმერეთი (4 128) და აჭარის რეგიონი (3 774).
ასაკობრივ ჭრილში აბორტების ყველაზე მეტი რაოდენობა 25-დან 29 წლამდე ასაკის ქალებს შორის გაკეთდა (8 465).
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს სქესის შერჩევის მიზნით ორსულობის შეწყვეტას სამედიცინო ჩარევით. თუმცა, გაეროს გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მონაცემების მიხედვით, საქართველო სქესთა თანაფარდობის მონაცემების მიხედვით დაბადებისას 145 ქვეყანას შორის 138-ე ადგილზეა.
2015 წლის გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოში სელექციური აბორტის სამი მიზეზი განისაზღვრა: საზოგადოებაში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება, შობადობის კლება 90-იანი წლების შემდე და რეპროდუქციულ ტექნოლოგიაზე ხელმისაწვდომობა.
ომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაცია 13 მაისს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები