მეცნიერებმა ბირთვული ნარჩენებით ალმასის ელემენტი შექმნეს, რომელიც ათასი წელი არ დაჯდება
ბირთვული ენერგია დედამიწის ატმოსფეროს ნახშირორჟანგით არ აბინძურებს, შესაბამისად, მას არც გლობალურ დათბობაში მიუძღვის წვლილი. ამ ყველაფრის გამო ის ნავთობის საკმაოდ პერსპექტიულ ალტერნატივად ითვლება.
ბირთვული ენერგიის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ტოქსიკური ნარჩენია, რომელიც ატომური ელექტროსადგურების მუშაობის შედეგად რჩება. ასეთი ნარჩენების დაშლას ათასობით წელი სჭირდება. ბირთვულ საწვავად ელექტროსადგურებში ძირითადად ურან-235 გამოიყენება, გადამუშავების შემდეგ კი ის ნარჩენის სახით ცენზიუმ-137-სა და სტრონციუმ-90-ს გვაძლევს. ორივე მათგანის ნახევარდაშლის პერიოდი 30 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათგან გამოსხივებული რადიაციის დონის განახევრებას 30 წელიწადი სჭირდება. გარდა ამ ორი ელემენტისა, ბირთვული ჯაჭვური რეაქციის დროს ტრანსურანული ელემენტებიც წარმოიქმნება, მაგალითად, პლუტონიუმ-239, რომლის ნახევარდაშლის პერიოდიც 24 000 წელიწადია. ამ უკიდურესად რადიოაქტიურ ნარჩენებთან გამკლავება ძალიან სახიფათოა, რადგან მათთან მცირე დროით კონტაქტსაც კი საგრძნობლად შეუძლია ადამიანის დაზიანება.
ტიპური ბირთვული სადგური წელიწადში დაახლოებით 2 300 ტონა ნარჩენს ქმნის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად 99 სხვადასხვა რეაქტორი მუშაობს, რის გამოც ახლა ამერიკაში დაახლოებით 75 000 ტონა ბირთვული ნარჩენია. მისი უსაფრთხო გადამუშავება და შენახვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ბრისტოლის უნივერსიტეტში მკვლევრებმა ამ პრობლემის გადაჭრის გზა მოიფიქრეს. გეოქიმიკოსმა ტომ სკოტმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავა მეთოდი, რომლის საშუალებითაც ბირთვული ნარჩენების ალმასში მოთავსებაა შესაძლებელი, რის შედეგადაც ეს ქვები ელემენტებად ფუნქციონირებენ - გამოყოფენ სუფთა და სტაბილურ ელექტროენერგიას, ზოგიერთ შემთხვევაში, ათასობით წლის განმავლობაშიც.
ტომ სკოტის თქმით, ეს პროცესი სრულად უსაფრთხოა, რადგან ნივთიერებიდან გამოყოფილ რადიაცია საიმედოდაა "ჩაკეტილი". სისტემა არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, მას არც რაიმე მოძრავი ნაწილები აქვს და არც შეკეთებას საჭიროებს. მეცნიერებმა ამ ექსპერიმენტში ნიკელ-63 გამოიყენეს და მისი საშუალებით შექმნეს ელემენტი, რომლის ნახევარდაშლის ხანგრძლივობაც ნახევარი საუკუნეა. რადიოაქტიური ნიკელის გარდა, არსებობს სხვა ნივთიერებებიც, რომელიც არა ნახევარი საუკუნე, არამედ ათასობით წლის განმავლობაში ძლებს.
ბირთვულ ნარჩენებთან გამკლავების ახალი გზა იმაშიც დაგვეხმარება, რომ ბირთვული ელემენტები ხელახლა გამოვიყენოთ. ძველ ბირთვულ რეაქტორებში რადიოაქტიური ურანის გასაგრილებლად გრაფიტის ბლოკებს იყენებდნენ. მრავალწლიანი მუშაობის პროცესშიბლოკები რადიოაქტიური ნახშირბად-14-ით იფარება. მეცნიერებს შეუძლიათ, ეს ბლოკები გააცხელონ, რითაც მათზე დალექილ ნახშირბად-14-ს აირად მდგომარეობაში გადაიყვანენ, შემდეგ კი ამ აირს მაღალი წნევის ქვეშ რადიოაქტიურ ბრილიანტებად გადააქცევენ. ასეთი სახით მიღებული რადიაციული ალმასი კი შეგვიძლია უბრალო, რადიაციის არმქონე ალმასში მოვათავსოთ.
ალმასში მოთავსებული რადიოაქტიური ნივთიერება მსუბუქ რადიაციას ასხივებს, რომლის შეკავებაც ნებისმიერ მასალას შეუძლია. ალმასი კი დედამიწაზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნივთიერებაა. ამის გამო მასში მსუბუქი რადიაციის წყაროს მოთავსება პრობლემას არ წარმოადგენს.
ექსპერიმენტის ფარგლებში შექმნილი ალმასის ელემენტი მცირე რაოდენობის ენერგიას გამოიმუშავებს და ის ჯერჯერობით ტრადიციულ ელემენტებს ვერ ჩაანაცვლებს. სტანდარტული AA ტიპის ელემენტი დაახლოებით 20 გრამს იწონის და თითო გრამში 700 ჯოულ ენერგიას ინახავს, რომელიც განუწყვეტლივ გამოყენებისას 24 საათში იხარჯება. შედარებისთვის, 1 გრამი ნახშირბად-14-ის შემცველ ალმასის ელემენტს ყოველ დღე 15 ჯოული ენერგიის გამოყოფა შეუძლია, 5 370 წლის განმავლობაში.
პრაქტიკული სირთულეების გადაწყვეტის შემდეგ ასეთი ტიპის ელემენტებმა შეიძლება კოსმოსური ხომალდები, სატელიტები, დრონები და სამედიცინო მოწყობილობები ენერგიით მოამარაგოს. ასეთი ელემენტები გამოცვლას არ საჭიროებს.
ჩვენ შეგვიძლია ასეთი კრისტალებით ის კოსმოსური ხომალდები აღვჭურვოთ, რომელთაც შორი მანძილების გამო მზის ენერგიაზე მუშაობა აღარ შეეძლებათ.
-
გადახედვაკახა კალაძე: როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას? კახა კალაძე: როდის გაგიგიათ, რომ საპროტესტო აქციაზე დგომის გამო, ვინმე გაგვეშვას?
-
გადახედვადედამიწის სიღრმეში ტექტონიკური ფილების ნარჩენები მოულოდნელ ადგილას აღმოაჩინეს დედამიწის სიღრმეში ტექტონიკური ფილების ნარჩენები მოულოდნელ ადგილას აღმოაჩინეს
-
გადახედვასახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს სახალხო დამცველი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს
-
გადახედვაგურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩავერთვებით, როგორც ოპოზიცია გურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩავერთვებით, როგორც ოპოზიცია
-
გადახედვარატომ "იცვალა ფერი" მზემ 1831 წლის აგვისტოში რატომ "იცვალა ფერი" მზემ 1831 წლის აგვისტოში
-
გადახედვაEU უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონ ევროს გამოუყოფს EU უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით 148 მილიონ ევროს გამოუყოფს
-
გადახედვაკახა კალაძე: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა კახა კალაძე: თქვენ ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ თუნდაც პარლამენტარი ან რომელიმე თანამდებობის პირი მოქალაქეს თავს დასხმოდა
-
გადახედვამზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მზია ამაღლობელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
-
გადახედვაროგორ ჩნდება ცნობიერება და რა ვიცით მასზე როგორ ჩნდება ცნობიერება და რა ვიცით მასზე
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები აქციებზე დაკავებული მათი პარტიების წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ ოპოზიციური პარტიები აქციებზე დაკავებული მათი პარტიების წევრების გათავისუფლებას მოითხოვენ
-
გადახედვაReuters: ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით ზორან მილანოვიჩი ლიდერობს Reuters: ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით ზორან მილანოვიჩი ლიდერობს
-
გადახედვაუკვე ოფიციალურია: 2024 წელი რეკორდულად ცხელი იყო — დათბობის 1.5°C-იანი ზღვარი გადალახულია უკვე ოფიციალურია: 2024 წელი რეკორდულად ცხელი იყო — დათბობის 1.5°C-იანი ზღვარი გადალახულია
-
გადახედვასაქართველოს კაპიტალი: მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ საქართველოს კაპიტალი: მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ
-
გადახედვა"ქრისტეს ვნებანის" გაგრძელებაზე მუშაობის დაწყებას მელ გიბსონი მომავალ წელს აპირებს "ქრისტეს ვნებანის" გაგრძელებაზე მუშაობის დაწყებას მელ გიბსონი მომავალ წელს აპირებს
-
-
გადახედვა"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი ჯერ არ წარდგენია "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს ბრალი ჯერ არ წარდგენია
-
გადახედვაჯებირების დაზიანების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო — მხარეებს საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად მიეცათ დრო ჯებირების დაზიანების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 20 იანვრამდე გადაიდო — მხარეებს საპროცესო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად მიეცათ დრო
-
გადახედვარიჰარდს კოლსი: "ქართული კოშმარის" რეპრესიებს მიზანმიმართული სანქციებით უნდა ვუპასუხოთ რიჰარდს კოლსი: "ქართული კოშმარის" რეპრესიებს მიზანმიმართული სანქციებით უნდა ვუპასუხოთ
-
გადახედვაჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების ადვოკატები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების ადვოკატები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ
-
გადახედვამარკო მიჰკელსონი: ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მარკო მიჰკელსონი: ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით
-
გადახედვაუკრაინული მედია: ლიეტუვა უკრაინას 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს უკრაინული მედია: ლიეტუვა უკრაინას 4 500 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს
კომენტარები