რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური შედეგები - Human Rights Watch-ის ანგარიში
"საქართველოს ნარკო-კანონმდებლობას და მის მკაცრ აღსრულებას მძიმე და გაუმართლებელი ზიანი მოაქვს", - ნათქვამია Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც დღეს, 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. 67-გვერდიან ანგარიშში, ავტორები არსებულ ნარკოპოლიტიკას "ზედმეტად მკაცრს" უწოდებენ.
ანგარიში ემყარება 85 სიღრმისეულ ინტერვიუს ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ ადამიანებთან, მათ ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან, სოციალურ მუშაკებთან, სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უფლებადამცველ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
Human Rights Watch-ის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ტესტირებაზე გადაყვანის მიზნით დაკავებული პირები დაუცველნი რჩებიან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის რისკებისგან.
ნარკოდანაშაულში ბრალდებულისთვის, ხანგრძლივი პატიმრობის თავიდან აცილების ერთადერთი გზა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა. ასეთ საპროცესო შეთანხმებებს კი ძალიან დიდი ჯარიმები მოყვება.
ერთ-ერთ საქმეში, რომელიც Human Rights Watch-მა შეისწავლა, ოჯახმა ბინა დაკარგა, რათა ნარკოდანაშაულისთვის დაწესებული ჯარიმა გადაეხადა.
გარდა არაპროპორციულად მაღალი საპატიმრო სასჯელებისა, ნარკოდანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენი ასევე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების, საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის განხორციელების ავტომატურ შეზღუდვას.
"შეზღუდვების ვადა, პატიმრობიდან პირის გათავისუფლების შემდეგ, 3-დან 20 წლამდე შეიძლება მერყეობდეს. ასეთი შეზღუდვები ბევრ ადამიანს საარსებო შემოსავლის გარეშე ტოვებს", - ამბობს Human Rights Watch.
Human Rights Watch-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს ნარკოტიკების პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მისი მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია. ეს ნიშნავს ამ ქმედებებზე ყველა სისხლისსამართლებრივი სასჯელის გაუქმებას.
საქართველოში მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ან მოხმარების პირველადი ფაქტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა. ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მცირე ოდენობებს უკანონო ნარკოტიკული საშუალებების თითქმის სამი მეოთხედისთვის, მათ შორის საქართველოში გავრცელებული ისეთი საშუალებებისთვის, როგორებიცაა ამფეტამინი, მეთამფეტამინი და დეზომორფინი. ამ ნივთიერებების უმცირესი ნაწილაკები, მათ შორის შპრიცში აღმოჩენილი ნარჩენიც კი, ავტომატურად ითვლება დიდ ოდენობად და სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით მინიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ნივთიერებების 1 გრამზე მეტი კი - "განსაკუთრებით დიდ ოდენობად" მიიჩნევა და შედეგად, მისი პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაც მოყვეს.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები