UNFPA-მ მარნეულში "თანასწორობის კედელი" გახსნა, რომელიც გაგოშამ მოხატა
12 აგვისტო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია კანემმა, განცხადება გაავრცელა.
"ჩვენი ამბიციური გლობალური მიზნები ვერ მიიღწევა ახალგაზრდების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე. ისინი ჩვენი მომავალი, ხოლო 1.8 მილიარდი მათგანი კი - აწმყოა.
მიუხედავად ამისა, ახალგაზრდები, განსაკუთრებით, მოზარდი გოგონები, რთული გამოწვევების წინაშე დგანან, როცა საქმე მათ ჯანმრთელობას, განათლებას და გადაწყვეტილებების მიღებას ეხება. საფრთხე, რომელიც დღეს მათ უფლებებსა და კეთილდღეობას ემუქრება, ხვალ ხელს შეუშლის მათ, მოახდინონ პოტენციალის სრული რეალიზება და გახდნენ პროცესებში ჩართული და პროდუქტიული მოქალაქეები. ჩვენ გვაქვს ძალა და პასუხისმგებლობა, ხელი შევუწყოთ ყველა გოგონასა და ბიჭის უსაფრთხო და ჯანსაღ გადასვლას მოზარდობიდან სრულწლოვანებაში. ახალგაზრდებისათვის ყველა სივრცე უსაფრთხო უნდა იყოს - იქნება ეს სახლი, საკლასო ოთახი, ჯანდაცვის ცენტრი, თუ მაგიდები, სადაც პოლიტიკის დოკუმენტებს და სამშვიდობო ხელშეკრულებების ეწერება ხელი", - ნათქვამია განცხადებაში.
UNFPA-ს საქართველოს ოფისმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის გასაზრდელად, ქალაქ მარნეულში რამდენიმე ღონისძიება გამართა.
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მწერალი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, ახალგაზრდებს ესაუბრა თემაზე: რატომ გვჭირდება თანასწორობა?
ჯავახიშვილის სახელობის პარკში გაიხსნა თანასწორობის კედელი, რომელიც მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშამ), ახალგაზრდებთან ერთად მოხატა. პარკში გამართულ ღონისძიებაზე გამოიფინა დინა ოგანოვას დოკუმენტური ფოტოპროექტი გოგონა დაიბადა, რომელიც თბილისში, კახეთსა და მარნეულში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ. ფოტოპროექტის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკის შესახებ და ხაზი გაუსვას გოგონებისა და ვაჟების, როგორც შვილების, უფლებრივ თანასწორობას, მათ მიმართ თანაბარი მოპყრობის აუცილებლობას, მათი შესაძლებლობების ერთნაირად რეალიზების საჭიროებას.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნაწილია იმ საკომუნიკაციო კამპანიისა, რომელსაც UNFPA-ს საქართველოს ოფისი, შიდა ქართლის რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და მუნიციპალიტეტების ქალთა ოთახებთან ერთად ახორციელებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისათვის, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და გენდერული სტეროტიპების შეცვლის მიზნით.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, სამწლიანი გლობალურ პროგრამის "გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის" ფარგლებში.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები