ერთი ღამის გათენება თქვენი სისხლის შემადგენლობას ცვლის და ორგანიზმში ქაოსს იწვევს
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა 129 სხვადასხვა ცილა აღმოაჩინეს, რომელზეც უძილობა პირდაპირ გავლენას ახდენს.
კოლორადოს უნივერსიტეტისა და ბოსტონის ქალთა ჰოსპიტალის მიერ ჩატარებული კვლევით, რომელშიც 270 000 ადამიანი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხანდახან მაინც ათენებენ ღამეს, მეორე ტიპის დიაბეტის მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამ ყველაფერს კი სიმსივნის და გულის დაავადებების განვითარების მაღალი შანსიც ემატება.
ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთი ღამის გათენებაც კი თქვენი სისხლის შემადგენლობას ცვლის და დაავადებების განვითარების მომატებულ რისკსაც სწორედ ეს განაპირობებს.
მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ღამის ცვლაში პერიოდულად ან მუდმივად მუშაობს. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ბრიტანული ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია გაანალიზეს და ნახეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც პერიოდულად ღამის ცვლაში მუშაობა უწევთ, დიაბეტის განვითარების შანსი 45 პროცენტით მეტი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ღამის ცვლაში მუშაობენ, დაავადების მომატებული რისკი არ ახასიათებდათ, როგორც ჩანს, მუდმივად ღამის ცვლაში მუშაობამ მათ ორგანიზმს ადაპტაციისა და ახალ რეჟიმზე მორგების საშუალება მისცა.
ახალი კვლევის ფარგლებში ავტორებმა ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი ექვსი დღის განმავლობაში სპეციალურ ოთახში მოათავსეს, სადაც მათი საკვები, წყალი, ფიზიკური აქტივობა, ძილი და სინათლე კონტროლდებოდა.
პირველი ორი დღის განმავლობაში ექსპერიმენტი სტანდარტული რეჟიმით მიმდინარეობდა.ორი დღის შემდეგ კი მეცნიერებმა რეჟიმი საპირისპიროთი შეცვალეს, ახლა მათ დღის განმავლობაში 8 საათი უნდა ეძინათ, ხოლო ღამე 8 საათის განმავლობაში ფხიზლად ყოფილიყვნენ.
ექსპერიმენტის მიმდინარეობის პროცესში მეცნიერები ცდისპირების სისხლში 1 129 სხვადასხვა ცილის რაოდენობასა და ქცევას აკვირდებოდნენ.
"რეჟიმის ცვლილების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ის ცილები, რომლებიც წესით ორგანიზმში დღე უნდა ცირკულირებდეს, მათ სისხლში მაქსიმალურ რაოდენობას ღამით აღწევდა, ხოლო ღამის ცილები - კი დღის განმავლობაში", - ამბობს კვლევის ავტორი ქრისტოფერ დეპნერი.
საბოლოოდ, ჩვენ დავაფიქსირეთ 129 სხვადასხვა ცილა, რომელთა ბიოლოგიური რიტმიც სრულად აირია.
ერთ-ერთი ასეთი ცილა გლუკაგონია, რომელიც ღვიძლიდან სისხლში შაქრის გამოთავისუფლებას ემსახურება. ბუნებრივ მდგომარეობაში გლუკაგონი მაღალი რაოდენობით ორგანიზმში დღის განმავლობაში გამოიყოფა, თუმცა ცდისპირებში გლუკაგონის გამოყოფის პიკი ღამით დაფიქსირდა, უფრო მეტიც, ღამე ცილის იმაზე მეტი რაოდენობა გამოიყო, ვიდრე ეს დღის განმავლობაში ხდება ხოლმე.
მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანები 10 პროცენტით უფრო ნაკლებ კალორიას წვავენ, ამის მიზეზი სავარაუდოდ ერთ-ერთი ცილის რეჟიმის დარღვევამ გამოიწვია, რომელიც ორგანიზმში ენერგიის გადამუშავებას არეგულირებს.
სისხლში არსებულ დაახლოებით 30 სხვადასხვა ცილას სპეციალური მუშაობის გრაფიკი აქვს. მათი უმეტესობა სისხლში შუა დღის 2 საათიდან ღამის 9 საათამდე გამოიყოფა. ეს ნიშნავს, რომ არარეგულარული რეჟიმის პირობებში აღებული სისხლის ანალიზები შესაძლოა ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს სათანადოდ ვერ ასახავდეს.
ექსპერიმენტის ავტორები აცხადებენ, რომ ამ რისკებისგან თავდასაცავად ყველაზე კარგი საშუალება ღამისთენებისთვის თავის არიდება, ჯანმრთელი საკვები, ვარჯიში და სტაბილური ძილის რეჟიმია.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები