"წნევის წამლები", რომლებიც კიბოს რისკს ზრდიან, ქართულ აფთიაქებში იყიდება
საქართველოს სააფთიაქო ქსელებში კიბოს რისკის შემცველი კარდიოლოგიური მედიკამენტები, ე.წ. წნევის წამლები იყიდება. მსგავსი საფრთხის შემცველი 11 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტის რეგისტრაციის შეჩერების ბრძანება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსმა 13 აგვისტოს გამოსცა, თუმცა დღეს, 16 აგვისტოს მათი ნაწილი ისევ ხელმისაწვდომია.
წამლის რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნაილი შენგელიძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საქმე ეხება აქტიურ სუბსტანციას (ვალსარტანს), რისგანაც წამლები მზადდება და რომლის მწარმოებელი ერთ-ერთი ჩინური ფარმაცევტული კომპანიაა. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 11-ვე დასახელების მედიკამენტის მოხმარება შეიცავს რისკებს.
ნაილი შენგელიძის თქმით, შეჩერებულია მხოლოდ იმ მედიკამენტების რეგისტრაცია, რომელთა სარეგისტრაციო დოსიეში აქტიური სუბსტანციის მწარმოებლად კონკრეტული ჩინური კომპანია ფიქსირედებოდა. მანვე განმარტა, რომ სხვა კომპანიების მიერ წარმოებული ვალსარტანი პრობლემური არ არის.
"ჩინურმა კომპანიამ თავის წარმოებაში რაღაც შეცვალა ტექნოლოგიაში და გამოვლინდა, რომ იქ იყო მინარევი, რაც, შესაძლოა, იყოს ონკოლოგიური დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორი".
საფრთხის შემცველი მედიკამენტების დასახელება
- Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ);
- CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5);
- CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ);
- CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5);
- Valz (40მგ; 80მგ; 160მგ);
- Valz H (80მგ; 160მგ);
- NORTIVAN® (80მგ; 160მგ);
- Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ);
- Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ);
- Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ);
- Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; forte 10მგ/160მგ/25მგ).
ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის წარმომადგენელის თქმით, აღნიშნული დასახელების მედიკამენტების რეესტრიდან ამოღების შესახებ უკვე აცნობეს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, რათა იმპორტი შეჩერდეს და შემომტანებმა და დისტრიბუტორებმაც გამოითხოვონ ბაზრიდან. თუმცა ზოგიერთი მედიკამენტი, რომელთა რეგისტრაცია შეჩერებულია, ქართულ აფთიაქებში ჯერ კიდევ იყიდება.
On.ge საქართველოში არსებულ რამდენიმე დიდი სააფთიაქო ქსელის ცხელ ხაზსს დაუკავშირდა და ამ ჩამონათვალიდან პირველი ოთხი მედიკამენტის მარაგებთან დაკავშირებით ჰკითხა. ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, PSP-ში, ავერსიში, ჯპს-სა და ფარმადეპოში CARDOPAN-SANOVEL-სა და CARDOPAN-SANOVEL PLUS-ის სხვადასხვა დოზა ამ დრომდე ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, როგორც ოპერატორებმა აღნიშნეს, ჯპს-სა და ფარმადეპოს ზოგიერთ ფილიალში Valsar Denk-ის ყიდვაც შეიძლებოდა.
აფთიაქების პასუხი
On.ge დაუკავშირდა PSP-ს, ავერსის, ჯპს-სა და ფარმადეპოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებს, მიაწოდა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანება და ჰკითხა იცნობენ თუ არა მსგავს დოკუმენტს და აპირებენ თუ არა მედიკამენტების გაყიდვიდან ამოღებას.
PSP
PSP-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ CARDOPAN-SANOVEL და CARDOPAN-SANOVEL PLUS მათ სააფთიაქო ქსელში ამ დრომდე იყიდება. აფთიაქში ამბობენ, რომ წამალს იმ შემთხვევაში ამოიღებენ გაყიდვიდან, თუ მათთან შესაბამისი შინაარსის წერილი მივა.
მასალის გამოქვეყნების შემდეგ PSP-ში აღნიშნეს, რომ იმის მიუხედავად, რომ წამლებთან დაკავშირებით ჯერ სახელმწიფო უწყებებისგან წერილი არ მიუღიათ გაყიდვებს აჩერებენ და მსგავსი მოთხოვნით მიმართეს სხვა აფთიაქებსაც, რომელსაც ამარაგებენ.
ჯპს და ფარმადეპო
ჯპს-სა და ფარმადეპოში ამბობენ, რომ რეგისტრაციის დროებითი შეჩერება ცალსახად არ ნიშნავს პროდუქტის რეალიზაციის შეწყვეტას.
"ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციის შეწყვეტა და ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მომწოდებელი ფარმაცევტული კომპანიების და/ან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი მითითების საფუძველზე", - განმარტებულია სააფთიაქო ქსელების ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ On.ge-სთვის მიწერილ წერილში.
ავერსი
ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ CARDOPAN-SANOVEL-სა და CARDOPAN-SANOVEL PLUS-ის საქართველოში შემომტანი PSP არის და "ხარვეზის აღმოფხვრამდე" მათგან წამლის გაყიდვების შეჩერებაზე წერილი უკვე მიიღეს. პრესსამსახურში დასძენენ, რომ PSP-ს მიმართვის გათვალისწინებას აპირებენ.
მედიკამენტების შეზღუდვის მიზეზი
მედიკამენტების რეგისტრაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ისინი ექიმებსა და პაციენტებს აფრთხილებენ, რომ დაუყოვნებლივ გამოითხოვონ აშშ-ს ბაზრიდან ვალსარტანის შემცველი წამლების ნაწილი.
წამალი მაღალი წნევისთვის და გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის გამოიყენება. მისი ბაზრიდან გაწვევა მედიკამენტში N-nitrosodimethylamine-ის (NDMA) აღმოჩენამ გამოიწვია. ლაბორატორიული კვლევებით, NDMA კლასიფიცირდა, როგორც შესაძლო კარცენოგენი, ანუ ნივთიერება, რაც კიბოს იწვევს.
აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოთხოვილი კომპანიები, რომელთა წარმოებული წამლები ვალსარტანს შეიცავენ, Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერაა წარმოებული ლინჰაიში, ჩინეთში.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები