ბოლო 14 წელში პირველად, ქართველი მწერალი აიოვას მწერალთა პროგრამის მონაწილე გახდა
ახალგაზრდა ქართველი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი, ივა ფეზუაშვილი, აიოვას მწერალთა საერთაშორისო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ბოლო 14 წლის განმავლობაში ივა ფეზუაშვილი პირველი ქართველი ავტორია, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთვება.
ამის შესახებ ინფორმაცია თბილისში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
ივა ფეზუაშვილი ამერიკაში დღეს, 16 აგვისტოს მიემგზავრება და იქ სამ თვის განმავლობაში ისწავლის. ამის შესახებ მწერალმა On.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
"ამერიკაში დღეს მივდივარ და იქ სამი თვის განმავლობაში ვიქნები. ვფიქრობ, რომ ეს იქნება დიდი გამოცდილება ჩემთვის, როგორც მწერლისთვის", - ამბობს ის.
ქართველმა მწერალმა კონკურსში საკუთარი CV და ინგლისურად ნათარგმნი მოთხრობები გააგზავნა, რის შემდეგაც სამ საუკეთესო ქართველ ნომინანტს შორის მოხვდა. საერთაშორისო ჟიურიმ კი, 30 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთ გამარჯვებულად ივა ფეზუაშვილი გამოავლინა.
28 წლის მწერლის აზრით, აიოვას მწერალთა საერთაშორისო პროგრამაში მოხვედრა ერთგვარი აღიარებაა მისთვის. ის ამბობს, რომ ეს პროგრამა საშუალებას მისცემს გაიცნოს უცხოელი მწერლები, გაიზიაროს მათი გამოცდილება და განვითარდეს.
"ჩემთვის საინტერესოა ისიც, რომ ამ პროგრამაში 30 ქვეყნიდან ჩამოსული მწერლები მიიღებენ მონაწილეობას, რაც ახალ კულტურებთან გაცნობის საშუალებასაც მომცემს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილია, რასაც ეს პროგრამა მომცემს", - ამბობს ივა ფეზუაშვილი.
ქართველი მწერალი აიოვაში თავისი რომანის დასრულებასაც გეგმავს. მისი აზრით, აშშ-ში გატარებული დრო დაეხმარება, რომ ნაწარმოები, რომელზეც ახლახან დაიწყო მუშაობა, დაასრულოს.
"აიოვაში ვფიქრობ, რომ ჩემი რომანი, რომლის წერაც ახლახან დავიწყე, უნდა დავასრულო. ეს არის ჩემთვის პრიორიტეტული გეგმა და იმედია, ყველაფერი გამომივა", - გვითხრა კონკურსში გამარჯვებულმა მწერალმა.
აიოვა იუნესკოს მიერ ლიტერატურის დედაქალაქად აღიარებული ქალაქია. ეს წოდება აიოვას სწორედ მწერალთა საერთაშორისო პროგრამამ მოუტანა. 2004 წელს ამავე პროგრამაში მონაწილეობას იღებდა მწერალი სულხან ჟორდანია.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები