თქვენი კლავიატურა უნიტაზზე უფრო ბინძურია, ამბობენ მიკრობიოლოგები
დიდი ალბათობით თქვენი კომპიუტერის კლავიატურა ბევრად უფრო ბინძურია, ვიდრე უნიტაზის ზედაპირი.
არსებული მონაცემებით, უნიტაზის ზედაპირის 2.5 კვადრატულ სანტიმეტრზე დაახლოებით 50 ბაქტერიაა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. შედარებისთვის, ტიპურ კომპიუტერის მაგიდაზე დაახლოებით 400-ჯერ მეტი ბაქტერიის პოვნაა შესაძლებელი.
კლავიატურის ბაქტერიებით დაბინძურება განსაკუთრებით იმ შემთხვევებშია სავალალო, როდესაც კომპიუტერს მრავალი სხვადასხვა ადამიანი იყენებს.
ჩიკაგოს ერთ-ერთ საავადმყოფოში კლავიატურებზე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული სტაფილოკოკიც აღმოაჩინეს. მსგავსი კვლევა ჰოლანდიაშიც ჩატარდა და ამ შემთხვევაში მათ კლავიატურების 95 პროცენტზე სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი და სხვა პათოგენები იპოვეს.
ჩვენ ხშირად კომპიუტერებთან ვჭამთ, ვსვამთ, ვაცემინებთ, ვლაპარაკობთ, ვიცინით და ამ ყველაფრის გათვალისწინებით კლავიატურაზე ბაქტერიების პოვნა გასაკვირი სულაც არ არის.
რა სიხშირით უნდა გავწმინდოთ კლავიატურა?
მიკრობიოლოგების უმეტესობა თანხმდება, რომ კლავიატურა და კომპიუტერის მაგიდა კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდოს. ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ცენტრი კი აცხადებს, რომ საავადმყოფოებში არსებული კლავიატურები დღეში ერთხელ მაინც უნდა გასუფთავდეს. ამასთან ერთად ისინი ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობაზეც აკეთებენ აქცენტს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ერთ კომპიუტერს რამდენიმე სხვადასხვა ადამიანი იყენებს.
ხოლო თუ რომელიმე კონკრეტულ კომპიუტერს მხოლოდ თქვენ იყენებთ და მასთან შეხება სხვას არავის აქვს, ამ შემთხვევაში მისი დაბინძურების რისკი შედარებით ნაკლებია.
როგორ გავწმინდოთ კლავიატურა?
ეს საკმაოდ მარტივია.
პირველ რიგში კომპიუტერი დენის წყაროდან უნდა გამორთოთ. შემდეგ შეკუმშული ჰაერით, ან უბრალო ფენით კლავიატურას ნაფხვენები მოაშოროთ.
სისუფთავის ექსპერტი მელისა მეიქერი გვირჩევს, რომ ღილაკების საწმენდად თანაბარი რაოდენობით გაზავებული სპირტი და წყალი ვიხმაროთ. ღილაკებს შორის შესაღწევად კი ბამბის ჩხირების გამოყენება შეგვიძლია.
კლავიატურის წმენდისას კარგი იქნება თუ თქვენს სმარტფონსაც არ დაივიწყებთ. ტელეფონებს ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ და მასზე ხშირად ისეთი საშიში პათოგენების პოვნაა შესაძლებელი, როგორიც მაგალითად ეშერიხია კოლია. ამიტომ სასურველია, რომ დღის ბოლოს თქვენი სმარტფონი რეგულარულად გაწმინდოთ.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები