აშშ-ის აპალაჩის რეგიონის მაცხოვრებლები წაბლს ფულის ერთეულად იყენებდნენ
შესაძლოა წაბლი თქვენს მეხსიერებაში სოფელთან ან ბებიის მიერ ტაფაზე მოხალულ გემრიელობასთან ასოცირდება, მაგრამ ერთ დროს ამერიკელებისთვის წაბლს გაცილებით უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა. სამხრეთ აპალაჩიის მაცხოვრებლები მას ფულის ერთეულადაც კი იყენებდნენ.
1900-იანი წლების დასაწყისამდე, სანამ წაბლის ხეები მნიშვნელოვნად განადგურდებოდნენ, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთის ტყეები თითქმის მთლიანად მათ ჰქონდათ დაფარული. ამ ტერიტორიებს იქაურები წითელმერქნიანი ხეების ტყედაც მოიხსენიებდნენ. აპალაჩის მთების მკვიდრის შთამომავალი შარლოტა როსი ამბობს, რომ წაბლის ტყეებში სეირნობა თავისი სიდიადით კათედრალის ჰოლში სიარულს მოგაგონებდათ. ხის ნაყოფი კი გამოირჩეოდა მისი სიტკბოთი და გემოთი.
ისტორიკოსი რალფ ლუთსის ცნობით, სამხრეთ აპალაჩიის მკვიდრთათვის წაბლი მხოლოდ გემრიელი თავშესაქცევი როდი გახლდათ.
"ადგილობრივებისთვის, რომლებიც ძალიან ღარიბები იყვნენ, წაბლის მოსავალი მთავარი ეკონომიკური დასაყრდენი იყო. შემოდგომაზე, როცა მოსავალი იმდენად უხვი იყო, რომ კაკლები ხიდან ისე ცვიოდნენ, როგორც ზეციური მანანა. ეს პერიოდი სახალხო დღესასწაულად ითვლებოდა", - ამბობს რალფ ლუთსი.
შარლოტა როსის თქმით, მოსავლის აღებაში უამრავი ადამიანი იყო ჩართული და ახალგაზრდები ამ პროცესს მათი მომავალი მეუღლის გასაცნობადაც იყენებდნენ. მოსავლის აღებაში ხანდაზმულებიც იყვნენ ჩართულნი, რადგან არ სურდათ მთელი მხიარულების გამოტოვება, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მათი მიყვანა საკმაოდ რთული იყო. მათ უჭირდათ დიდი მანძილის ფეხით გავლა, რის გამოც ხშირად ცხენით აჰყავდათ ხოლმე.
ადგილობრივები შეგროვებულ წაბლს ფულის ერთეულად იყენებდნენ და მას "ფეხსაცმლის ფულს" ეძახდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ წაბლის საშუალებით ისინი ბავშვებისთვის სასკოლო ფეხსაცმელებსა და სხვა საჭირო ტანისამოსს ყიდულობდნენ.
წაბლი ფულის ერთეული იყო ზრდასრულებისთვისაც, რომლებიც ყიდულობდნენ ისეთ საქონელსა და საკვებს, რომლებიც თავად ვერ მოჰყავდათ. წაბლი კერძო საკუთრებაზე დაწესებული გადასახადების გადასახდელადაც კი გამოიყენებოდა. საინტერესოა, რაში სჭირდებოდათ წაბლი იმ ადამიანებს, ვინც პირდაპირ საქონელში ცვლიდა მათ?
მაღაზიის მფლობელი, რომელიც წაბლს იბარებდა, ერთგვარი შუამავალი იყო აპალაჩის მოსახლეობასა და დანარჩენ სამყაროს შორის. ის ყიდდა წაბლს ბითუმად მოვაჭრეებზე, რომლებსაც საქონელი ფილადელფიასა და ნიუ-იორკში გაჰქონდათ. ამ ქალაქებში წაბლი ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი იყო. ქუჩის გამყიდველები წაბლს ქუჩებში ამზადებდნენ და ყიდდნენ, რასაც პირველი ამერიკული "სწრაფი კვების" ობიექტი შეგვიძლია ვუწოდოთ. ქუჩაში მოხალული წაბლის საჭმელად უამრავი ამერიკელი გამოდიოდა ქუჩებში, განსაკუთრებით კი დასვენების დღეებში.
დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ რა რაოდენობის წაბლზეა საუბარი, გეტყვით, რომ 1910 წელს ვირჯინიის შტატის ერთ-ერთმა სოფელმა ექსპორტზე 72 ტონა წაბლი გაიტანა. რალფ ლუთსის თქმით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში იყო. მისი თქმით, ეს ინფორმაცია შემონახულია იმდროინდელი მოსახლეობისგან, რომლებიც სახელმწიფოს ეჭვის თვალით უყურებდნენ. ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის წაბლი დაურეგისტრირებლად გადიოდა ექსპორტზე.
1910 წელს უკვე შეიმჩნეოდა, რომ ასეთი უხვი წაბლის ტყე სიკვდილს იწყებდა, ხოლო პიკს დიდი დეპრესიის დროს მიაღწია. ლუთსი ამბობს, რომ ადგილობრივებისთვის ეს იყო ნამდვილი კატასტროფა. ის იხსენებს ერთი სამხრეთ აპაჩელის ნათქვამს, რომელიც ამბობდა, "ხეებმა რომ დაიწყეს სიკვდილი, გვეგონა, რომ მთელი მსოფლიო კვდებოდაო".
ამერიკული ეკონომიკა აღდგა და განვითარდა, თუმცა აპალაჩის მთების სიამაყეს ძველი დიდება აღარ დაბრუნებია. ინდუსტრიალიზაციის განვითრებამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის წაბლის წარმოებაც. მიუხედავად ამისა, ეს ტერიტორია დღემდე ატარებს "მითიურ მნიშვნელობას", რომელიც ძველი ცხოვრების ნოსტალგიის სიმბოლოა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები