რა კრიტერიუმებია საჭირო ბაგა-ბაღებში დამატებით ადგილებზე მოსახვედრად

ფოტო: თბილისის მერია
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
20 აგვისტოდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა დამატებითი რეგისტრაციისათვის საბუთების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების სააგენტომ გაავრცელა.
უწყების ცნობით, საბუთების მიღების პროცესი 7 სექტემბრამდე გასტანს. დამატებითი რეგისტრაციისთვის, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 7900 ადგილს დაამატებს.
აღსაზრდელთა რეგისტრაცია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით განხორციელდება:
- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები;
- დედმამიშვილები (რომლებმაც ვერ მოასწრეს რეგისტრაცია, რეგისტრირებული არიან სხვა ბაღში და სხვა);
- ბაგა-ბაღის თანამშრომლის შვილები;
- სოციალურად დაუცველი ბავშვები (რომლებმაც პირველ ეტაპზე დარეგისტრირება ვერ მოახერხეს);
- იმავე რაიონში რეგისტრირებული აღსაზრდელები, სადაც მდებარეობს ბაგა-ბაღი;სხვა დანარჩენი განცხადებები.
რეგისტრაციის მსურველებმა კონკრეტულ საბავშვო ბაგა-ბაღს განცხადებით უნდა მიმართონ და შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინონ. კერძოდ:
- ბავშვის დაბადების მოწმობა;
- რეგისტრირებული მისამართის დამადასტურებელი ცნობა ან ამხანაგობის მიერ გაცემული ცნობა, რითაც ოჯახის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტი დასტურდება (ასევე, არასრუწლოვნის რეგისტრაციის ბარათი);
- სამედიცინო ცნობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
- ცნობა სოციალურად დაუცველის სტატუსის შესახებ;
- თანამშრომლის შვილის შემთხვევაში, თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება ამავე ბაგა-ბაღში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები