ზალკალიანი: მერკელის ვიზიტი ადასტურებს, რომ გერმანიისთვის საქართველო მნიშვნელოვანია
ბოლო ვიზიტიდან 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში ჩამოდის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ანგელა მერკელის ვიზიტი დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში.
"ეს არის კიდევ ერთხელ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების, ასევე, იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, არის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის", - განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებისას საუბარი იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ განზომილებას.
"აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იყოს შესაბამისობაში საგარეო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროცესებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის რეგიონალური ხასიათის, რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ თვალსაზრისითაც, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში", - აღნიშნა მინისტრმა.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით, ხვალ 23 აგვისტოს ეწვევა. გერმანიის კანცლერს თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდება, რის შემდეგაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. გერმანიის კანცლერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი, ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის პირველივე დღესაა დაგეგმილი გერმანიის კანცლერის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთანაც, რის შემდეგაც ანგელა მერკელი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. ასევე, 23 აგვისტოს გაიმართება ოფიციალური სადილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელით.
ანგელა მერკელი შეხვედრებს თბილისში ვიზიტის მეორე დღეს, 24 აგვისტოსაც გამართავს, მათ შორის დაგეგმილია გერმანიის კანცლერის შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები