რატომ არ აუშვეს აუტიზმის მქონე ბავშვი თვითმფრინავში - ინციდენტი ქუთაისის აეროპორტში
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის მშობელი, ნანა ანთიძე ამბობს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავში არ აუშვეს, რადგანაც ფრენამდე მისი შვილი გაღიზიანებული იყო. ისინი საბერძნეთში ცხოვრობენ და სწორედ იქ აპირებდნენ დაბრუნებას.
ბავშვის დედამ On.ge-ს უთხრა, რომ შემთხვევა 23 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. ანთიძის თქმით, ისინი ბორტზე ავიაკომპანია Wizz Air-მა არ აუშვა. ასევე, აეროპორტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რეგისტრაციის უფლება არ მისცეს, როდესაც დაინახეს, რომ ბავშვი გაღიზიანებული იყო.
როგორც დედა ყვება, მისი შვილი გაღიზიანებული გაფრენამდე იყო. მისივე თქმით, რეგისტრაციის დასრულებამდე და ფრენამდე ორი საათით ადრე ბავშვი უკვე დამშვიდებული იყო, რაც ექიმებმა წერილობითაც დაუდასტურეს, თუმცა ისინი თვითმფრინავში მაინც არ აუშვეს.
ანთიძე ყვება, რომ ბილეთი 9 სექტემბრისთვის ჰქონდა ნაყიდი, თუმცა საქართველოში ბავშვის მდგომარეობა გართულდა და ამიტომაც დროზე ადრე გაფრენა გადაწყვიტა.
"ერთი კვირის წინ, ჩავედი ქუთაისის აეროპორტში და ვთხოვე, რომ ბავშვის მდგომარეობა რთულია, გადამაცვლევინეთ ბილეთი უახლოეს რეისზე. გადარეკეს სათაო ოფისში უნგრეთში, რადგანაც აქ წარმომადგენლობა არ ჰყავთ, გადავიხადე 1 600 ლარი და გადავცვალე ბილეთი და იცოდნენ ჩემი მდგომარეობა", - ამბობს ანთიძე On.ge-სთან.
მისი თქმით, ფრენამდე, როდესაც ბავშვი უკვე დამშვიდებული იყო, მისი მდგომარეობის სანახავად არავინ მისულა, არც ექიმის წერილობითი დასტური უნახავს ვინმეს:
"თვითონ ექიმი დავალაპარაკე პილოტს, რომ ბავშვი დაწყნარებულია და მოდით, ნახეთ. არავინ არ გამომეხმაურა. მომხსნეს რეისიდან და პასუხიც ვერ მივიღე... ბავშვი დამეღუპება ამ ვითარებაში, იქ ჰყავს პირადი ექიმი, იქ ვცხოვრობთ, ახლა ეწყებათ სკოლა და სპეციალური კურსები".
ნანა ანთიძე ახლა ითხოვს, რომ მასსა და მის შვილს უახლოესი რეისით 26 აგვისტოს გაფრენის საშუალება მისცენ, თუმცა ამისთვის დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვეს. დახმარებისთვის მან სახალხო დამცველს ელექტრონული ფოსტით უკვე მიმართა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მომხდარ ფაქტს ადასტურებს. მათი განმარტებით, ბავშვის შეტევას შეესწრო ხომალდის მეთაური და ბორტზე მის ასაყვანად შესაბამისი სამედიცინო დასკვნა მოითხოვა:
"მგზავრის სამედიცინო შემოწმება ადგილზე გაჭირდა, რადგან აუტისტური სპექტრის აშლილობა ექიმის კაბინეტშიც გაგრძელდა. მას თან ახლდა დედა და 8 წლის და, რომელთან ერთადაც მიფრინავდა ათენში. მშობელმა და გამცილებლებმა ვერ შეძლეს მისი დამშვიდება".
როგორც აეროპორტების გაერთიანება აცხადებს, ეკიპაჟის მეთაურმა მოითხოვა შესაბამისი სამედიცინო ცნობა ინგლისურ ენაზე, რომ ბავშვისთვის ფრენა საშიში არ არის და არც სხვა მგზავრებს შეუქმნიდა ფრენისას დისკომფორტს.
"ბუნებრივია, აეროპორტის ექიმის კომპეტენცია მსგავსი ცნობის გაცემისგან მოკლებულია. თავად ბავშვის მშობელს კი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გააჩნდა. შესაბამისად, ავიაკომპანიის ხომალდის მეთაურმა ბორტზე მგზავრის დაშვებისგან თავი შეიკავა", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში On.ge-ს განუმარტეს, იმისათვის რომ ნანა ანთიძემ გაფრენა შეძლოს ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა ინგლისურ ენაზე უნდა წარადგინოს, რადგან ეკიპაჟის მეთაურმა ინგლისური იცის და საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები