ჯაფარიძე: მერკელმა აჩვენა რუსეთს, რომ საქართველო სტრატეგიულად საინტერესოა
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში ოფიციალურად დასრულდა. კავკასიური სამდღიანი ტურნეს ფარგლებში კანცლერი ჯერ სომხეთში გაემგზავრება, შემდეგ კი აზერბაიჯანში.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძე მერკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ქალბატონმა კანცლერმა კავკასიური ტურნე სწორედ თბილისით დაიწყო:
"ეს, პირველ რიგში, საქართველოს მხარდაჭერის გზავნილია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენ ახლა ამ ეტაპზე არც ნატოსთან და ევროპის კავშირთან ხელშესახები ახალი წარმატებები არ გაქვს".
ჯაფარიძე ამბობს, რომ რუსეთისა და გერმანიის ურთიერთობებს საქართველოში ხშირად არასწორად იგებენ. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საჭიროებებზეა დაფუძნებული.
"იმას გასაყიდი აქვს გაზი და ენერგორესურსები, ამას კი არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ევროპისთვის სჭირდება ეს ენერგორესურსები. გერმანია არ იყენებს იმდენ რუსულ გაზს, რამდენსაც სხვა ქვეყნები, რომლებიც უფრო ხშირად, ჩვენი მხარდამჭერები გამოდიან, ვიდრე გერმანია".
როგორც ჯაფარიძე ამბობს, გერმანია რჩება პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და უკრაინის ანექსიის შემდეგ, მისი საგარეო პოლიტიკის ცვლილება შეინიშნება.
"სად გადის ზღვარი გერმანიის ევროპულ პოლიტიკასა და გერმანიის საგარეო პოლიტიკას შორის ძალიან რთულია დაადგინო. მაგრამ გერმანიის ევროპული პოლიტიკაც სწორედაც რომ არის გერმანიის საგარეო პოლიტიკა", - ამბობს ჯაფარიძე.
ჯაფარიძის აზრით, მერკელმა აჩვენა რუსეთს, რომ გერმანია არის ერთგული ღირებულებების და მისთვის არსებობს სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, საქართველოში.
მისი თქმით, გერმანიისთვის საქართველო მნიშვნელოვანია, რადგან გაზრდილი ევროსკეპტიციზმის პირობებში, საქართველო ევროკავშირის მიმართ იმაზე მეტ სოლიდარობას აცხადებს, ვიდრე წევრი ქვეყნები.
რაც შეეხება ტერმინ "ოკუპაციას" რომელიც, კანცლერმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს კითხვის საპასუხოდ გამოიყენა, ჯაფარიძე ამბობს, რომ კანცლერი ამ ტერმინს არასდროს იყენებს. როგორც თვითონ განმარტავს, მსგავსი დამოკიდებულება რუსეთის ფაქტორს უკავშირდება.
"ევროპის კავშირს, რომ სიტყვა ოკუპაცია გამოეყენებინა საქართველოს მიმართებაში ამის წინააღმდეგი იყო. ახსენებს ყირიმზე, მაგრამ საქართველოზე არასდროს. ევროპის კავშირის არც ერთ დოკუმენტში ეს ნახსენები არაა, მარტო ამერიკა იყენებს".
ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართველმა სტუდენტებმა აიძულეს მერკელი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლეგალური სტატუსი ეთქვა.
"რაც დღეს ათქმევინეს სტუდენტებმა, ამას უნდა დავაფუძნოთ მომავალში ევროპასთან და გერმანიასთან ურთიერთობები. ეს უნდა დავიხვიოთ თითზე, უნდა ვთქვა, რომ კანცლერმა თქვა და უკვე ასახეთ დოკუმენტებსა და დეკლარაციებში და თუ ეს ოკუპაციაა მოსთხოვეთ რუსეთს, რომ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები", - ამბობს ჯაფარიძე.
გარდა ამისა, ჯაფარიძემ ისაუბრა მერკელის ვიზიტის რეგიონულ მნიშვნელობასა და გზავნილებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად "განსხვავებული დემოკრატიისა და კრიტიკისა" მერკელი აზერბაიჯანშიც ჩადის.
"მნიშვნელოვანია, ეს რეგიონალური ვიზიტი იმ დროს, როდესაც კასპიის ზღვის ზედაპირი გაიყო. ეს ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ხუთ ქვეყანას შორის გაფორმდა იძლევა საშუალებას, რომ თურქმენული გაზი და ცენტრალური აზიის ენერგორესურსები აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით შევიდეს ევროპის ბაზარზე. ეს ნორდ სტრიმ 2-თან არის კავშირში".
გაიგე მეტი: ანგელა მერკელის საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დეტალები
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები