ქუთელია: მერკელის ვიზიტმა ცხადყო, რომ საგარეო უწყება გეოპოლიტიკურ რეალობას ცუდად იყენებს
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მერკელმა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ოკუპაციაზე ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის.
კანცლერის განცხადებებს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ნაწილი აცხადებს, რომ მერკელს საქართველოს მხარდასაჭერად უფრო მეტი აქცენტები უნდა გაეკეთებინა და ვიზიტი უშედეგო იყო. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საქართველო ალიანსისთვის მზად არ არის.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ კანცლერის ვიზიტი პოლიტიკური, სიმბოლური და შინაარსობრივი კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა გამოჩნდა რომ საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკური დოქტრინა არ აქვს ჩამოყალიბებული.
"ფრაზა - ნატოში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ვხედავ - საგარეო პოლიტიკის მინუსია. მთავრობა არ მუშაობს წინასწარ ამ საკითხების ეფექტურად და ინსიტუციონალიზებულად განხორციელებაზე და ეს გამოჩნდა იმ გზავნილებში, რაც ხმამაღლა გაახმოვანა ანგელა კანცლერმა" , - ამბობს ქუთელია.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები მოსალოდნელი იყო და მერკელი პოზიციას ვერ შეიცვლიდა, რადგან არავის უცდია მასზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა აზრის შესაცვლელად. მისივე თქმით, აუცილებელია საქართველოსთვის პრობლემური თემების გერმანულ მედიაში და აკადემიურ წრეებში გატანა და განხილვის დაწყება, ნიადაგის მოსამზადებლად.
"აქცენტებს უშუალოდ ვიზიტის დროს ახალს ვერ მოიგონებ, აქცენტებზე უნდა იმუშავო მანამდე, სანამ ვიზიტი იგეგმება. დიპლომატიური სამსახურის და საგარეო პოლიტიკის ამოცანა ეს არის. ამიტომ ვამბობ, ამ ვიზიტმა გამოაჩინა, რომ მანამდე არაფერი არ გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ახალშექმნილი გეოპოლიტიკური კონტექსტი გამოვიყენოთ, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებულია ვიდრე იყო 2008 წელს", - განაცხადა ქუთელიამ.
ქუთელია ამბობს, რომ ამ ვიზიტზე მერკელი წინასწარ ვერ იტყოდა თარიღს, როცა საქართველო ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება. მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაერთიანებაზე პერსპექტივის გაჟღერება.
"დროითი ჩარჩოს განსაზღვრა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა კომპონენტი არის გასაკეთებელი. მაგრამ ამ ეტაპზე გვაქვს ეკონომიკური დაახლოება, პოლიტიკური, კანონმდებლობის სინქრონიზაცია. ეს ყველაფერი უფრო სწრაფად და ეფექტურად კეთდება, როცა საზღვაო შუქურასავით იცი, რომ ესეთი პერსპექტივა გაქვს."
ქუთელია ამბობს, რომ ვიზიტმა ცხადყო რა მიმართულებით უნდა იმუშაოს საგარეო უწყებამ. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანდება ეფექტური მხოლოდ მას შემდეგ იქნება, როცა საქართველო დაჩქარებული წესით გახდება ნატოს წევრი,.
"როცა საქართველო მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს, მიიღებს ამ გარანტიების ქვეშ უფრო მეტ ინვესტიციებს, განათლებას, ასევე ტერიტორიული პრობლემების უფრო ეფექტურად მოგვარების საშუალებას. მაგრამ აქ პოლიტიკური გზავნილის ფორმულირებაზე უნდა იყოს საუბარი, რომ ეს ევროპული პერსპექტივა მუდმივად იყოს დღის წესრიგში",- განაცხადა ქუთელიამ
ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში ოფიციალურად დასრულდა. კავკასიური სამდღიანი ტურნეს ფარგლებში კანცლერი ჯერ სომხეთში, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.
გაიგე მეტი: ანგელა მერკელის საქართველოში ორდღიანი ვიზიტის დეტალები
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
კომენტარები