ფრანკფურტში, რივერ ბენქის მასშტაბური ფესტივალი გაიხსნა, რომელზეც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარდგენილი. ფესტივალი, ქართული სცენიდან ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა და მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა იოსებ ჩხიკვიშვილმა გახსნეს.

სამი დღის მანძილზე, დაგეგმილია კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკალური ჯგუფები და შესმრულებლები.

ფესტივალის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოლკლორული ხელოვნება - ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე მუსიკოს-შემსრულებლები; ინტერაქციასა და სანახაობრივ ელემენტებს პანტომიმისა და მოძრაობის თეატრები წარმოადგენენ, ბავშვებისათვის გაიმართება თოჯინური ოპერის სპექტაკლი. პროექტის სუვენირები საქართველოდან ფარგლებში, ანბანის თემაზე ქართული სუვენირების მომზადების პროცესში ჩაერთვებიან ბავშვები; მოეწყობა ასევე, ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა.

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ქართული კულინარიისა და ღვინის დეგუსტაცია.

2018 წელს, საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანაა. მთელი წლის მანძილზე, სხვადასხვა კულტურული და ლიტერატურული ღონისძიება იმართება და აღნიშნული ფესტივალი, მისი ერთ-ერთი შემადგენელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

პროექტი ფრანკფურტში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.

ფოტო: კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფოტო: კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ფოტო: კულტურისა და სპორტის სამინისტრო