ოსკაროსანი მსახიობი, ნატალი პორტმანი რეჟისორის ამპლუაში კიდევ ერთხელ მოგვევლინება და ამჯერად ლეგენდარული პუბლიცისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მრჩევლების - იდენტური ტყუპი დების ებიგაილ ბარენის, იგივე პაულინ ფილიპსისა და ენ ლანდერსის როლს მოირგებს.

ერთი შეხედვით დების წყნარი და წარმატებული ცხოვრება, სინამდვილეში დიდი ქაოსის, დაბნეულობის, ბევრი ტრაგედიისა და ძალისხმევის შედეგია. როგორც ამბობს, სწორედ ამ ყველაფრის ჩვენება სურს პორტმანს.

რაც შეეხება პორტმანის სარეჟისორო გამოცდილებას, მას სამი ფილმი აქვს გადაღებული, აქედან ორი მოკლემეტრაჟიანი.