მეცნიერებმა ციმბირში 40 000 წლის წინანდელი კვიცის ნეშტი აღმოაჩინეს, რომელიც თითქმის იდეალურად არის შენახული.

ფოტო: Michil Yakoklev/North-Eastern Federal University

კვიცი ზედა პალეოლითის პერიოდში ცხოვრობდა და ის დაახლოებით 40 000 წლის წინ დაიღუპა. ნეშტი ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმოაჩინა, ხოლო მისი მიწიდან უვნებლად ამოღება კი იაპონელმა და რუსმა მეცნიერებმა შეძლეს, რის შემდეგაც ის იაკუტსკის მამონტის მუზეუმში გადაიტანეს.

მუზეუმის დირექტორი სემიონ გრიგორიევი აცხადებს, რომ ეს ნეშტი მსოფლიოში უპრეცენდენტოა.

ფოტო: Michil Yakoklev/North-Eastern Federal University

მეცნიერების თქმით კვიცი გარდაცვალების მომენტში დაახლოებით 3 თვის იქნებოდა. მას შენარჩუნებული აქვს ჩლიქები, თმა, კანი და კუდი. ცხენი მუქი ყავისფერი შეფერილობის იქნებოდა.

კვიცის ამ დონეზე შენარჩუნება ციმბირში არსებულმა კლიმატურმა პირობებმა განაპირობა. დაბალი ტემპერატურა ორგანული ნარჩენების გახრწნას უშლის ხელს, რაც ორგანიზმების განამარხებას ხელს უწყობს.

წლის დასაწყისში ციმბირში პრეისტორიული ლომის ბოკვერიც აღმოაჩინეს, რომელიც კვიცის მსგავსად, იდეალურად იყო შემონახული.