საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ბერძნული კლუბის, ოფის ნახევარმცველი, გიორგი მერებაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. მერებაშვილი ჩაერთო სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიაში #გურამშენთანვართ.
"პატივისცემა კაშოს მიმართ, ჩვენ შენთან ვართ მუდამ",- წერს მერებაშვილი ფესიბუქ გვერდზე. ამ ეტაპზე ნაკრების სხვა ფეხბურთელებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ინსტაგრამის მომხმარებლები საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანსა და სან ხოსეს ცენტრალურ მცველს, გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებენ. მას შემდეგ, რაც კაშიამ ვერიფიცირებული ფეისბუქგვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა მომხმარებლები მხარდამჭერ პოსტებს ინსტაგრამის სთორიში აქვეყნებენ იმისთვის, რომ მას ხმა მიაწვდინონ.
ინსტაგრამის სთორიში ქვეყნდება პოსტები ჰეშთეგით #გურამშენთანვართ და @37GK, რაც კაშიას ინსტაგრამის მისამართია. ფეისბუქის მომხმარებლები კი მხარდასაჭერად ჩარჩოს იყენებენ. ჩარჩოს საკუთარ პროფილზე დასაყენებლად დააკლიკეთ აქ.
ფლეშმობს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ ფეისბუქის გაუქმების შემდეგ, კაშიამ ინსტაგრამის სთორიში პოსტები გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ საკუთარ გადაწყვეტილებას არ ნანობს და ის გააგრძელებს თამაშს საქართველოს ნაკრებში.
გასული წლის ოქტომბერში ფეისბუქზე კაშიას ფოტოს გამოჩნდა, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია. ფოტომ ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა. მოგვიანებით კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.
გურამ კაშიამ უეფასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ჯილდოს მიღების გამო ძალიან ამაყობს.
"ვამაყობ, რომ უეფამ #EqualGame-ის ჯილდო მე გადმომცა. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად იმისა, თუ რისი გწამს, ვინ გიყვარს და რას წარმოადგენ... მადლობა უეფას პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის გავაგრძელებ თანასწორობის უფლებების დაცვას", - ამბობს კაშია.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები