ახალგაზრდობის ცენტრის უფროსი: ინფორმაცია, ბანაკის მონაწილეების უფლებების დარღვევის შესახებ, სიცრუეა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის, გიგა გაბელაიას თქმით, გავრცელებული ინფორმაცია "მომავლის ბანაკში" მონაწილეების უფლებების დარღვევის შესახებ, სიცრუეა. საკითხს ცენტრის უფროსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
"ეს კამპანია ემსახურება "მომავლის ბანაკის" ათიათასობით მონაწილის დისკრიმინაციას. მსურს ბანაკის თითოეულ მონაწილეს, იმ ბავშვებს, რომლებიც მომავალში იქნებიან ბანაკების მონაწილეები, მათ მშობლებს, პედაგოგებს, საზოგადოებას მივმართო და აღვნიშნო, რომ "მომავლის ბანაკი" არის ჯანსაღი გარემო, სადაც მთავარი მამოძრავებელი მუხტი მეგობრობაა".
ახალგაზრდობის ცენტრის უფროსის თქმით, ბანაკის მთავარ მიზანს ახალგაზრდებში ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება წარმოადგენს:
"მონაწილეთათვის რეკრეაციული, საგანმანათლებლო- შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოა შექმნილი, მიმდინარეობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 24 საათის განმავლობაში დაცულია მათი უსაფრთხოება, რასაც როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახური უზრუნველყოფენ. 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი. პროგრამული ნაწილის გათვალისწინებითა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილია კვების მენიუ, რომლის ხარისხზეც მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი".
მანავის "მომავლის ბანაკმა" მუშაობა რამდენიმე დღის წინ შეაჩერა, თუმცა მოგვიანებით ტრენინგები განახლდა. საქმე ეხება ფეისბუქგვერდ "ზნეობაზე" გავრცელებულ წერილს, სადაც გურამ ფალავანდიშვილს მშობლის სტატუსით მიმართავს ბანაკის აქტივობებით უკმაყოფილო ბადრი დავითური.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში განაცხადეს, რომ შეკითხვები 7-დღიანი საბანაკე პროგრამის მხოლოდ მესამე - ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით გაჩნდა და ტრენინგები შეჩერდებოდა მანამ, სანამ გაეროს მოსახლეობის ფონდი სიტუაციას არ შეისწავლიდა.
ცენტრის ინფორმაციით, 19 აგვისტოს მანავის "მომავლის ბანაკის" ხელმძღვანელებს, 21 აგვისტოს კი ცენტრის მენეჯმენტს გურამ ფალავანდიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად წარუდგინა ბადრი დავითურის განცხადება. წერილში ავტორი ამბობს, რომ ტრენინგის მონაწილეებს ათამაშებდნენ "სულიერებისთვის ხიფათის შემცველ თამაშებს".
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ედო დემეტრაშვილმა On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ მათი სესია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას ეხებოდა, რასაც საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ახორციელებენ.
წერილში ნახსენებ ბრალდებებს ცრუს, ცილისმწამებლურსა და არასწორად ინტერპტრეტირებულს უწოდებს ორგანიზაცია Gydea, რომელიც არაფორმალური განათლების აქტივობებს ტრენინგებზე, წლებია ატარებს.
ორგანიზაციამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადა, რომ ბადრი დავითურის წერილში მითითებული სავარჯიშოები, ემსახურება მოზარდებისთვის გენდერული სტერეოტიპების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და სტერეოტიპების დამსხვრევას.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები