დეზინფორმაცია და Fake-სიახლეები - 2018 წლის არჩევნების გამოწვევა
2018 წელსაც, 2017 წლის არჩევნების მსგავსად, სოციალური ქსელში დეზინსფორმაციის კამპანიები და Fake-სიახლეები ისევ მთავარი გამოწვევაა. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო მონიტორინგშია ნათქვამი.
სამართლიანი არჩევნების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო კამპანიის გააქტიურების პარალელურად, Facebook-ზე უკვე ვრცელდება დეზინფორმაცია სხვადასხვა საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ.
ISFED-ის დაკვირვებით, იზრდება ისეთი გვერდების რაოდენობა, რომელთა მიზანი ღირებულებით თემებზე მწვავე დისკუსიის მაპროვოცირებელი ნარატივების წახალისება, რუსული პროპაგანდის მესიჯების გავრცელება და ანტი-დასავლური განწყობების გაღვივებაა.
სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელებში გაურკვეველი დაფინანსებით წარმოებული დეზინფორმაციის კამპანია საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესს და თანასწორ საარჩევნო კამპანიას, ხოლო ცრუ ინფორმაციისა და ნარატივების გავრცელება დემოკრატიულ პროცესს აფერხებს.
ISFED 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალური მედიის მონიტორინგის საპილოტე პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანიც Facebook-ზე არჩევნების კონტექსტში აქტივობისა და დეზინფორმაციისა გამოვლენა, დოკუმენტირება და ანალიზია.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურმა სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში პოლიტიკური მიზნით ფინანსების ხარჯვაზე ეფექტიანი კონტროლი განახორციელოს.
"ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესებში დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ცნობილი არ არის", - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის განმარტებით, უწყება მუდმივად ახორციელებს პოლიტიკური პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგს - როგორც დეკლარაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლით, ასევე სოციალური მედიის მონიტორინგის საშუალებით.
"პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველდღიურად და უწყვეტ რეჟიმში სწავლობს პარტიების მიერ სოციალურ მედიაში განთავსებული ინფორმაციის ხარჯებს, ძირითადად, ეს მოიცავს გარეკლამებული ინფორმაციის გავრცელებას, ასევე სარეკლამო ბანერის ზომას, ვიდეორგოლის ქრონომეტრაჟს და ა.შ.", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ On.ge-ს მიწოდებულ წერილობით კომენტარში.
აქვე აღნიშნულია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია წარადგინოს ინფორმაცია მათ მიერ გაწეული სარეკლამო ხარჯების შესახებ.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები