ოხანაშვილი: იქამდე, სანამ საბოლოო დოკუმენტს არ წარმოგვიდგენენ, კომისიის სხდომებს არ დავესწრებით
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრი, ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ევროპული საქართველოს დეპუტატების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ხორავას ქუჩის საქმეზე არაკომპეტენტურს უწოდებს და აცხადებს, რომ დასკვნას სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ევროპულ საქართველოს დასკვნის საბოლოო რედაქცია კომისიისთვის ჯერ კიდევ არ წარუდგენია.
"ეს არის არაკომპეტენტური დასკვნა, რომელიც დაცლილია ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისგან. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით ევროპულ საქართველოს, რომ ამ დოკუმენტს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ელფერი", - განაცხადა ოხანაშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
ოხანაშვილის განმარტებით, ქართული ოცნების დეპუტატებმა, რომლებიც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში არიან, რეკომენდაციების პირველი ვერსია 29 აგვისტოს მიიღეს, არსებული ვერსია ევროპულმა საქართველოს დღეს, 31 აგვისტოს ისევ შეცვალა და მომდევნო დღეებშიც შეცვლას აპირებს.
"ჩვენ არ გვაქვს დასკვნის საბოლოო ვერსია, რომელიც ევროპულ საქართველოს უნდა დაეწერა. მათ გადაწყვიტეს რომ დოკუმენტის შედგენა უშუალოდ სურდათ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, რომ ამ პროცესში ჩავერთობოდით, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ თავად უნდა დაემუშავებინათ, თუმცა დღემდე საბოლოო რედაქციული ვერსია არ აქვს, დღემდე არ მიგვღია საბოლოო დოკუმენტი", - განაცხადა დეპუტატმა.
ოხანაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართული ოცნების დეპუტატებმა ევროპული საქართველოს დეპუტატებს შესთავაზეს დაეყენებინათ საკითხი რეკომენდაციის მოსამზადებლად საჭირო დროის გახანგრძლივების მიზნით. ოხანაშვილის განმარტებით, ევროპულმა საქართველომ აღნიშნულ წინადადებაზე უარი თქვა.
"მათ არ უნდოდათ დაეფიქსირებინათ, რომ ამ დროში დოკუმენტი ვერ დაამუშავეს", - აცხადებს დეპუტატი.
ოხანაშვილი აცხადებს, რომ საჯარო განხილვებში, რომელიც 1 სექტემბრიდან დაანონსდა, ქართული ოცნების დეპუტატები საბოლოო დოკუმენტის მიღებამდე არ ჩაერთვებიან.
"ვთხოვთ, ევროპულ საქართველოს წარმოგვიდგინოს საბოლოო რედაქციული დოკუმენტი, რომელზეც შეგვეძლება ვიმსჯელოთ და ჯანსაღი დისკუსია გავმართოთ. იქამდე, სანამ საბოლოო რედაქციულ დოკუმენტს არ წარმოადგენენ ჩვენ სხდომებს არ დავესწრებით", - აცხადებს ოხანაშვილი.
ქართული ოცნების დეპუტატების პოზიციით, თუ საბოლოო დოკუმენტს არ მიიღებენ, სხდომებს მხოლოდ ორშაბათიდან დაესწრებიან და იმ ვერსიას დაეყრდნობიან, რომელიც ბოლოს მიიღეს.
ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის მიერ პროცესი არასწორად იმართება.
"დღეს საქმე მიჰყავთ იქამდე, რომ იყოს ერთპარტიული დასკვნა, სუბიექტური დღის წესრიგით გაჯერებული. თუ ასე გააგრძელეს მხარს არ დავუჭერთ", - განმარტა დიმიტრი ცქიტიშვილმა საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ კომისიამ დაასრულა მოხსენების პროექტზე მუშაობის პირველი ეტაპი და პირველი სექტემბრიდან საჯარო განხილვები დაიწყება.
მისივე ცნობით, სხდომები ჩატარდება ხვალ, პირველ სექტემბერს, 17 საათზე, ზეგ, 2 სექტემბერს 12 საათზე, 3 სექტემბერს 12 საათზე და 4 სექტემბერს, ასევე 12 საათზე, საბოლოო კომისიის სხდომა კი იქნება 5 სექტემბერს.
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
კომენტარები