მარგველაშვილის უარი არჩევნებში მონაწილეობაზე ოცნებაში მოიწონეს, ოპოზიციამ - გააკრიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშება და კერძო სექტორს დაუბრუნდება.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ადეკვატურს უწოდებენ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების დეპუტატის მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის უარმა წარმოედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მისი გადაწყვეტილება ნათელი გახადა.
"ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება მისი მხრიდან, რადგან მან რეალურად შეაფასა თავისი შანსები და რეალურად გაზომა თავისი რეიტინგი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნაციონალური მოძრაობაში მიჩნევენ, რომ ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გამორჩეული არაფრით ყოფილა.
მმართველი გუნდისგან გასხვავებით, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას ოპოზიცია აკრიტიკებს.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ნიკა მელიას თქმით, მარგველაშვილმა ყველაზე მთავარი შანსი არ გამოიყენა.
"მარგველაშვილი წლების შემდეგ არ გამახსენდება, როგორც ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანი. მან გაუშვა უდიდესი შესაძლებლობა მთელი ამ ხუთი წლის განმავლობაში", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, მარგველაშვილმა პასუხისმგებლობა აიცილა.
"მაშინ, როცა არჩევნები საშუალებაა ებრძოლო პრობლემებს, რაც დაგროვდა ქვეყანაში, უარის თქმა ბრძოლაზე არის პასუხისმგებლობის მოცილება, სამწუხარო და გაუგებარი პოზიცია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მარგველაშვილის გადაწყვეტილება შეაფასეს არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. "შენების მოძრაობის" ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, მარგველაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვის წინ შეიტყო.
"სამწუხაროა... მგონია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოფილი პრეზიდენტები და პრემიერები კერძო ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და არ ახმარდნენ თავიანთ გამოცდილებას ქვეყანას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 31 აგვისტოს, ლატვიის ყოფილ პრეზიდენტ, ვალდას ზატლერსისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტია 2013 წლის 27 ოქტომბრიდან. 2013 წლის მაისში იგი მმართველმა კოალიციამ ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანიდატად დაასახელა, რომელმაც ხმათა 62,18 პროცენტით გაიმარჯვა. მისი წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან.
საქართველოში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.
-
გადახედვაომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან ომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან
-
გადახედვაგამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ხელმეორედ დააკავეს გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ხელმეორედ დააკავეს
-
გადახედვამედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მედია ომბუდსმენი: დაუყოვნებლივ ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას
-
გადახედვასაია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა საია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს
-
გადახედვადოიაშვილი: მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას 20 იანვრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავალთ მოქმედებაზე დოიაშვილი: მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას 20 იანვრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავალთ მოქმედებაზე
-
გადახედვაბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს
-
გადახედვაადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე
-
გადახედვასაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება
-
გადახედვასაპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს ეზოში შეკრებილების ხმაური მოჰყვა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს ეზოში შეკრებილების ხმაური მოჰყვა
-
გადახედვაონიანი: რაც სასამართლოში ხდება პირდაპირ არღვევს დაცვის უფლებას ონიანი: რაც სასამართლოში ხდება პირდაპირ არღვევს დაცვის უფლებას
-
გადახედვათბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში, დარბაზთან, სადაც აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი განახლდა, ხმაური იყო
-
გადახედვასაქალაქო სასამართლოში პროცესი ხმაურის ფონზე განახლდა საქალაქო სასამართლოში პროცესი ხმაურის ფონზე განახლდა
-
გადახედვასაია: მოვუწოდებთ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, შეწყვიტოს დაკავებულების უფლებების დარღვევა საია: მოვუწოდებთ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს, შეწყვიტოს დაკავებულების უფლებების დარღვევა
-
გადახედვაოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა ოკუპირებულ სოხუმში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
-
გადახედვავასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი: დღეს ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი დასთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს! ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი: დღეს ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი დასთან ერთად საგანგებო განცხადებას გააკეთებს!
-
გადახედვაBBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა BBC: აშშ-ის უზენაესი სასამართლო TikTok-ის აკრძალვას ემხრობა
-
გადახედვაპროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან პროკურატურა პროევროპული აქციებისას დაკავებული 5 ახალგაზრდისთვის სახაზინო ადვოკატს ითხოვს — ბოლო ცნობა სასამართლოდან
-
გადახედვაNYT: ტრამპის მრჩევლები ეძებენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დაავადებას, რათა მექსიკის საზღვრის დახურვა გაამართლონ NYT: ტრამპის მრჩევლები ეძებენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ დაავადებას, რათა მექსიკის საზღვრის დახურვა გაამართლონ
-
გადახედვაMeta მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამებს თიშავს Meta მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამებს თიშავს
-
გადახედვა11 იანვარს თბილისში 10 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი 11 იანვარს თბილისში 10 საპროტესტო აქციაა დაგეგმილი
კომენტარები