დეა გოშხეთელიანის ცემაში ბრალდებულ ყოფილ ქმარს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
დეა გოშხეთელიანის ყოფილი ქმარი გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულში დამნაშავედ სცნო და სასჯელად 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე დეა გოშხეთელიანმა გაავრცელა.
გოშხეთელიანის თქმით, სასჯელი მცირეა იმ დანაშაულისთვის, რაც მისმა მეუღლემ ჩაიდინა.
"როდესაც მსჯავრდებული მეუღლეს სცემს 2 არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, ასევე სცემს მეუღლის მამას - ამ დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით ვფიქრობ 1 წელი და 9 თვე ძალიან მცირე სასჯელია. მე ასევე იმედი მაქვს, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე, მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა გაიაზრებს და დაფიქრდება საკუთარ დანაშაულზე", - წერს დეა გოშხეთელიანი.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალია. ქმრის, მიტოვება მხოლოდ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლო, თუმცა ძალადობა დაშორებასთან ერთად არ შეწყვეტილა. დაშორებიდან 7 თვის შემდეგ, ყოფილმა ქმარმა დეას და დეას მამას, მათ სახლში სცემა.
გაიგე მეტი: როგორ დაარღვია ოჯახში ძალადობაზე დუმილი დეა გოშხეთელიანმა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები