საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები სამუშაო პირობების ცვლილებას აპროტესტებენ
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები რეორგანიზაციასთან და სამუშაო პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით მენეჯმენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქცია ტელევიზიის შენობასთან მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თქმით, არხის მენეჯმენტმა 150-მდე თანამშრომელს ხელშეკრულების ახალი პირობები და საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა შესთავაზა. ცვლილება ტექნიკურ პერსონალს შეეხო. ხელშეკრულების შესასწავლად და ხელმოსაწერად ზოგიერთ თანამშრომელს ვადა 4 სექტემბერს ეწურებათ, თუ ისინი პირობებს არ დასთანხმდებიან სამსახურს დატოვებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აქციაზე სიტყვის გამოსვლისას ამბობენ, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილება გაუგებარია. მათივე თქმით, გაუგებარია რა პრინციპით შეარჩიეს ის თანამშრომლები, რომლებსაც ახალი პირობები შესთავაზეს. ასევე, ისინი აცხადებენ, რომ ახალი შეთავაზება გარანტიებს არ იძლევა.
როგორც თანამშრომლები ამბობენ, ახალი შეთავაზებით ისინი სამსახურში მაშინ მივლენ, როდესაც გამოიძახებენ. ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის თავმჯდომარე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, სულხან სალაძე ამბობს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ ავალდებულებს მენეჯმენტს წელიწადში ერთხელ მაინც გამოიძახოს ტექნიკური პერსონალი სამსახურში, რაც, მისივე თქმით, უპირობო გათავისუფლებას ნიშნავს.
აქციის მონაწილეები არხის მენეჯმენტთან და სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრა 4 აგვისტოს 12 საათზე სურთ. ნინო ზაუტაშვილის თქმით, თუ მენეჯმენტი კითხვებზე პასუხებს არ გასცემს, პროტესტს გააგრძელებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში წერია, რომ ახალი პირობები 70-მდე თანამშრომელს შესთავაზეს. ისინი ცვლილებას საქმიაბობის ეფექტიანად წარმართვით ხსნიან.
მაუწყებელი დაეთანხმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელში აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი და ფაქტობრივად, აღრიცხვა არ ხორციელდებოდა. არხის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში დასრულდა შენობაში დაშვება-კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოები, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები