GPB 70-მდე თანამშრომლისთვის პირობების ცვლილებას საქმიანობის ეფექტიანად წარმართვით ხსნის
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან მიმდინარე აქციის პარალელურად მაუწყებლის მენეჯმენტი თანამშრომლებისთვის ხელშეკრულების ცვლილების შეთავაზებასა და ნაწილის გათავისუფლებას ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებით ხსნის.
მაუწყებელი დაეთანხმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლის დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელში აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი და ფაქტობრივად, აღრიცხვა არ ხორციელდებოდა. არხის მენეჯმენტის ინფორმაციით, 2018 წლის მაისში დასრულდა შენობაში დაშვება-კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოები, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება", - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ სულ 70-მდე თანამშრომელს შესთავაზეს შეცვლილი პირობებით მუშაობა.
რა იციან არხის თანამშრომლებმა
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თქმით, არხის მენეჯმენტმა 150-მდე თანამშრომელს ხელშეკრულების ახალი პირობები და საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლა შესთავაზა. ცვლილება ტექნიკურ პერსონალს შეეხო. ხელშეკრულების შესასწავლად და ხელმოსაწერად ზოგიერთ თანამშრომელს ვადა 4 სექტემბერს ეწურებათ, თუ ისინი პირობებს არ დასთანხმდებიან სამსახურს დატოვებენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აქციაზე სიტყვის გამოსვლისას ამბობენ, რომ მენეჯმენტის გადაწყვეტილება გაუგებარია. მათივე თქმით, გაუგებარია რა პრინციპით შეარჩიეს ის თანამშრომლები, რომლებსაც ახალი პირობები შესთავაზეს. ასევე, ისინი ამბობენ, რომ ახალი შეთავაზება გარანტიებს არ იძლევა და სამსახურიდან უპირობო გათავისუფლებას ნიშნავს.
როგორც თანამშრომლები ამბობენ, ახალი შეთავაზებით ისინი სამსახურში მაშინ მივლენ, როცა გამოიძახებენ. ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის თავმჯდომარე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი, სულხან სალაძე ამბობს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ ავალდებულებს მენეჯმენტს წელიწადში ერთხელ მაინც გამოიძახოს ტექნიკური პერსონალი სამსახურში, რაც, მისივე თქმით, უპირობო გათავისუფლებას ნიშნავს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები