რით (ვერ) სჯობს თბილისი ბერლინს
კიდევ ერთმა გავლენიანმა მედიასაშუალება Forbes-მა თბილისზე სტატია დაწერა, სადაც ავტორი ძირითადად საუბრობს იმაზე, თუ რამდენად საინტერესო ქალაქია თბილისი სამოგზაუროდ. ალბათ ყველას გვესმის, რომ მსგავსი რეპორტაჟების დიდი ნაწილი შეკვეთილია და არცთუ იშვიათად მოქალაქეების გადასახადების ხარჯით. თუმცა, ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს ცუდი ტურიზმის წასახალისებლად. პირიქით, ჩემი აზრით, არცთუ ურიგო ინვესტიციაა ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად, განსაკუთრებით იმ ფონზე თუ რაში იხარჯება ჩვენი გადახდილი გადასახადების ძალიან დიდი ნაწილი.
იმასაც კარგად ვიაზრებ, რომ საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად ვართ მსგავსი სტატიების და რეპორტაჟების სამიზნე აუდიტორია. თუმცა, მეტ-ნაკლებად ვიზიარებ ყველაფერს, რაც ამ არცთუ ისე ღრმა სტატიაში წერია.
სინამდვილეში, თბილისი, და მთლიანად საქართველო, მართლაც საოცარი ადგილია სამოგზაუროდ. ევროპული პერსპექტივიდან მით უმეტეს. ასეთ სიახლოვეს, ასეთი ეგზოტიკა ბევრი ან პრაქტიკულად არ არის შემორჩენილი ევროპაში. საქართველოს მცირე გეოგრაფიულ სივრცეში თავმოყრილია მრავალფეროვანი ბუნება, უგემრიელესი სამზარეულო, საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და თანამედროვე განვითარების დინამიკა. მოკლედ, სამოგზაუროდ საოცარი ქვეყანაა. ამას განსაკუთრებით იმ წლებში ვგრძნობდი, როცა არ ვცხოვრობდი საქართველოში და თითოეული ვიზიტის დროს სხვანაირად მიყვარდებოდა ეს ქვეყანა. თუმცა, როდესაც საშუალო სტატისტიკური ტურისტი სტუმრობს ასეთ სივრცეებს, მაინც ზედაპირული წარმოდგენა ექმნება ადგილობრივ კულტურასა და აწმყოზე.
1 ან 2-კვირიანი ვიზიტის მიღმა კი, თბილისი ჩემთვის არის ქალაქი, სადაც მართლაც ვეღარ ვსუნთქავ ან ფილტვის კიბოს მივითარდება ყვითელი ავტობუსების, "მარშრუტკების" და გაუმართავი მანქანების წყალობით. უნდა აღვნიშნო საწვავის ხარისხის დამსახურებაც.
კიდევ სიმწვანის უდიდესი დანაკლისი მაქვს, რომელსაც ვერაფრით ვინაზღაურებ და ლისის ან კუს ტბაზე მუდმივად მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ასვლა საერთოდ არ არის საინტერესო და მით უმეტეს საკმარისი.
ტურისტული სივრცეების და "ბაბლის" მიღმა საშინელი გაჭირვებაა, სევდიანი და ცხოვრებისგან გაუბედურებული ადამიანებით, რომელთა მომავალი რეალურად ძალიან არასტაბილური და ბუნდოვანია.
კიდევ ურბანული წიაღსვლების ქალაქია თბილისი, რომელსაც უკვე რთული წარმოსადგენია რა უნდა ეშველოს დიდი ნაწილის დანგრევის და ხელახალი განაშენიანების გარდა. მეც ძალიან მიზიდავდა ეს ერთგვარი ეგზოტიკა. თბილისი რეალურად წარსული განვითარების მრავალფეროვანი ნაზავია და ტურისტულად ცხადია საინტერესოა, განსაკუთრებით, როცა დალაგებული ევროპიდან ჩამოდიხარ. მაგრამ, როგორც აქ მაცხოვრებელი, მე ეს ქალაქი დღეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. იმის მიუხედავად, რომ ბევრი თვალსაზრისით ალბათ მაინც პრივილეგირებული ვარ, თბილისი ყოველდღიური სტრესის საბადოა, რის ნახევარსაც არ გამოვივლიდით, მაგალითად, ბერლინში ცხოვრებისას.
ისე კი, ყოველთვის მიხარია ასეთი სტატიები, სტამბაც ძალიან მიხარია და სასტუმრო რუმსიც. ქართულ კერძებზე ხომ საერთოდ ვგიჟდები, მაგრამ ამ ქალაქში ადგილობრივებსაც უნდა დაგვედგომებოდეს… ჰაერი გვჭირდება. მწვანე სივრცეები გვჭირდება ერთმანეთს მიბჯენილი მახინჯი შენობების ნაცვლად. კიდევ, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვჭირდება, რაც შეიძლება ნაკლები მანქანა ქალაქში და განსაკუთრებით ტროტუარებზე. კიდევ უფრო ნაკლები ბილტმორი და პანორამა გვჭირდება, თუ ეკლესია ყველა სადარბაზოსთან. ძალიან ბევრი რამ გვჭირდება იმისთვის, რომ ბერლინი ან მასზე უკეთესი ქალაქი ვიყოთ. თუმცა იმ გზით, რა გზითაც თბილისი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვითარდება, ბერლინამდე ძალიან, ძალიან შორია.
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვამოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
კომენტარები