დადექი სამშობლოს და არა სიძულვილის მხარეს — სპორტის ქომაგები მატჩამდე მსვლელობას გამართავენ
ქართული სპორტის ქომაგები მოუწოდებენ გულშემატკივრებს დღეს, 9 სექტემბერს 5 საათზე მარჯანიშვილის მეტროსთან შეიკრიბონ და ქალაქში თამაშის მუხტი შექმნან. ქომაგების განცხადებით, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს სიძულვილის და ძალადობის მხარეს დადგება თუ სამშობლოს სიყვარულის, რომელიც დღეს ნაკრების აქტიურ გულშემატკივრობაში გამოიხატება.
ქომაგების განცხადებით, დღევანდელ მატჩზე დასასწრებად ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოსეთიდან ჩამოდიან. მათივე თქმით, თამაშს დაესწრებიან ფერეიდნელი ქართველებიც.
"ხვალ ჩვენს ტრიბუნაზე იდგებიან თბილისისა და ბათუმის "დინამოების" ფანები, იქნებიან ფან კლუბები გორიდან, რუსთავიდან, თელავიდან, სამტრედიიდან, ტყიბულიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან. ხვალ ქომაგების ტრიბუნაზე ერთიანი საქართველო იდგება, ჩვენი ბიჭების გასამხნევებლად და ნანატრი ოცნებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ასე რომ, ჩვენ ჩვენი წილი საქართველო ტრიბუნაზე გავაერთიანეთ", - წერია ქომაგების გავრცელებულ განცხადებაში.
ქომაგები მოუწოდებენ გულშემატკივრებს, აყვნენ ერთიან მუხტს და არა იმ აგრესიას, რასაც კონკრეტული ჯგუფები გამოხატავენ ნაკრების მიმართ. ქართული სპორტის ქომაგები აქამდეც გამოეხმაურნენ ნაკრების და ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ გამოხატულ აგრესიას და მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ.
დღეს, თამაშის დაწყებამდე აქციას მართავს ქართული მარში. ჰომოფობიური მოტივებით, ქართულმა მარშმა ულტიმატუმი წამოუყენა კაშიას გულშემატკივრებს და განაცხადა, რომ თუკი ისინი ლგბტ სამკლაურებს არ გაიკეთებენ, რაც კაშიას მხარდასაჭერი პერფომანსია, მაშინ აქცია გაუქმდება. წინააღმდეგ, შემთხვევაში ქართული მარში იმუქრება, რომ ნაკრების თამაშზე "ლგბტ პროპაგანდას" არ დაუშვებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში ამბობენ, რომ გადაცდომებს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ კი მოუწოდა გულშემატკივრებს აგრესიის გარეშე უქომაგონ გუნდს.
დღეს UEFA-ს ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. თამაში დინამო არენაზე 8 საათზე დაიწყება.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები