ჯულია დაბრუნდა — მსახიობის ახალმა ფილმმა და სერიალმა უმაღლესი შეფასებები მიიღო
ბევრი შეიძლება თვლის, რომ ჯულია რობერტსი 80-90-იანი წლების მივიწყებული ვარსკვლავია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ.
ჯულია პლანეტის ყველაზე დიდ ვარსკვლავად არამხოლოდ ხალხმა, არამედ მედიამაც არაერთხელ შერაცხა და ეს სრული ჭეშმარიტებაა - მისი დამსახურებით ქალმა მსახიობებმა თანამედროვე კინემატოგრაფში ბევრი ბარიერი გადალახეს. ბევრი კრიტიკოსი კი სწორედ ჯულიას უმადლის იმას, რომ რომანტიკული კომედია, როგორც ჟანრი დღემდე პოპულარობით სარგებლობს.
2004 წელს, მას შემდეგ რაც რობერტსს ტყუპები შეეძინა, უარი თქვა საჯარო ცხოვრებაზე და კინოინდუსტრიაში მეორე პლანზე გადაინაცვლა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ჯულიას კარიერის ერთგვარი დაღმასვლა, რადგან მხოლოდ იმ როლებს თანხმდებოდა, სადაც ან ძალიან ბევრს უხდიდნენ, ან პროექტზე მისი მეგობრები მუშაობდნენ. შესაბამისად, მის ამ პერიოდის ფილმებში იშვიათად თუ გამოერეოდა საინტერესო კინოროლები.
თუმცა ყველაფერი 2013 წელს შეიცვალა, როდესაც რობერტსმა მონაწილეობა მიიღო ფილმში აგვისტო:ოსეიჯის საგრაფო, რომელშიც პარტნიორობას მერილ სტრიპს, უწევდა. შესრულებული როლით მსახიობმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მიიღო ოსკარის ნომინაცია და ბევრი სწორედ ამ პერიოდს უკავშირებს რობერტსის კარიერის მეორე გარდამტეხ პერიოდს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც ტორონტოს კინოფესტივალზე ჯულიას ორი პროექტის პრემიერა შედგა - პირველი სერიალი, Homecomig, იყო, ხოლო მეორე პიტერ ჰეჯესის დრამა - Ben Is Back.
Homecoming
Homecoming ამაზონის ახალ პოლიტიკურ თრილერია, რომლის პრემიერაც 2 ნოემბერს შედგება. სერიალის სცენარი Mr. Robot-ის შემქმნელ სემ ისმაილს ეკუთვნის და ის Gimlet Media-ს პოდკასტებზეა დაფუძნებული, რომელშიც ჯარისკაცები ყვებიან თუ როგორ ადაპტირდნენ გარემოსთან ომიდან დაბრუნების შემდეგ. ჯულია რობერტსი პოლიტიკურ თრილერში სამთავრობო აგენტის როლს შეასრულებს, რომელიც ჯარისკაცებს ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.
შოუს პირველ სეზონში ათი სერია იქნება. ჯულია რობერტსთან შოუში ვიხილავთ - დერმოტ მალრუნს, ბობი კანავალე, სისი სპაისისა და სტეფან ჯეიმსს.
სერიალმა თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემის მოწონება დაიმსახურა და მომდევნო წლების ოქროს გლობუსისა და ემის მთავარ პრეტენდენტადაც მოიხსენიებენ.
Ben Is Back
მართალია ტორონტოში პრემიერა უკვე გაიმართა, თუმა მსოფლიოს მასშტაბით მაყურებელი მას მხოლოდ 2018 წლის 7 დეკემბერს იხილავს.
ფილმში მთავარ ჯულია რობერტსთან ერთად მთავარ როლს ლუკას ჰეჯესი ასრულებს.
რაც შეეხება სიუჟტს, ყოფილი ნარკომომხმარებელი ბენი (ლუკას ჰეჯესი) ახალი წლის ღამეს სახლში ბრუნდება, ჰოლის (ჯულია რობერტსი) ძალიან უხარია შვილის გამოჩენა, თუმცა ხვდება რომ მის თავს რაღაც უბედურება ხდება. დრამის სიუჟეტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში ვითარდება და რობერტსის პერსონაჟი ცდილობს ბენი და მისი ოჯახი ყველაზე დიდ ტრაგედიას ააცილოს.
როგორც ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი ამბობს, ჯულია რობერტსმა ამ ფილმში კარიერის განამვლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სამსახიობო ოსტატობა გამოავლინა.
რობერტსისა და ჰეჯესის გარდა ფილმში Big Little Lies, Lady Bird-ისა და Three Billboards Outside Ebbing, Missouri-ის მსახიობი კეტრინ ნიუტონიც ითამაშებს, ჯულია რობერტსის ქმრისა და ლუკასის მამინაცვლის როლს კი კორტნი ბი ვანსი შეასრულებს, რომელიც ცნობილია თავისი როლით სერიალში American Crime Story.
სერიალის მსგავსად, ჯულიას ამ ფილმმმაც უმაღლესი შეფასებები მიიღო. ყველა კრიტიკოსი წერდა, რომ ჯულიამ ამ ფილმით დიდებულად დაუბრუნდა კარიერის ახალ ეტაპს და უდაოდ იმსახურებს ოსკარის ნომინაციებს.
ტორონტოში გამართული ამ ფილმისა და სერიალის პრემიერების შემდეგ, მოლოდინები ერთი ორად გაიზარდა და ახლა მაყურებელს მხოლოდ ის დარჩენია, რომ დაელოდოს, როდის დაბრუნდება რობერტსი მათ ეკრანებზეც.
ბონუსი:
ჯულიამ სერიალის პრემიერის შემდეგ, ფანს სცენაზე ასვლა და მასთან ერთად ფოტოს გადაღება სთხოვა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები