მთავრობა საქართველოში მარიხუანისგან მედიკამენტების წარმოებას გეგმავს — აკაკი ზოიძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამთავრობო გუნდთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც მარიხუანასგან წარმოებული მედიკამენტების ექსპორტზე გატანას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დაუდასტურა.
აკაკი ზოიძის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მმართველმა გუნდმა 10 სექტემბრის უმრავლესობის სხდომაზე განიხილა.
"სამედიცინო მიზნით ექსპორტის ლიცენზიაზე იყო მსჯელობა, მაგრამ, საბოლოოდ, სანამ არ იქნება კანონპროექტი ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს ინიციატივა კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში აისახება", — განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ის ამბობს, რომ ინიციატივა მარიხუანას მოხმარების შემზღუდველ კანონპროექტთან ერთად მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი.
"მე ზოგადად სამედიცინო მიზნით, სამედიცინო პრეპარატების წარმოების მომხრე ყოველთვის ვიყავი. ეს იქნება მორფინი, ტკივილგამაყუჩებელი თუ ანტიდეპრესანტი. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. აქ საუბარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ექსპორტზე, გატანაზე, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ქვეყნისთვის. მაგრამ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებით იმ პროდუქტების გატანაზე, რომელიც იწარმოება კანაფიდან", — ამბობს აკაკი ზოიძე.
დეპუტატის განმარტავს,რომ შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაში საუბარი უნდა იყოს ორი მიმართულებით, მათ შორის მოხმარების შეზღუდვებსა და მკაცრ რეგლამენტირებაზე.
"ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, ყოველ შემთხვევაში, მე პირადად, დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია, რომ მარიხუანა რეკრეაციული მოხმარებისთვის იწარმოებოდეს. ამის ლეგალიზაციას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. მაგრამ საექსპორტო-სამედიცინო მიზნით, მე პირადად მხარს დავუჭერდი. დანარჩენს მთავრობა და პარლამენტი გადაწყვეტს, როცა კანონპროექტი საბოლოო სახეს მიიღებს", — ამბობს აკაკი ზოიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებს, რომ განიხილავენ ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.
"ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით", — განუმარტეს On.ge-ს შსს-ში.
მასალა აღნიშნულ თემაზე თავდაპირველად ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.
მარიხუანის მიერ დამზადებული სამედიცინო მედიკამენტების მოხმარება ლეგალურია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, აშშ-ს ზოგიერთი შტატი, კანადა, ურუგვაი, ისრაელი და პორტუგალია.
გაიგე მეტი:
- მარიხუანა, როგორც მსხვილი ბიზნესი
- პორტუგალიის წარმატებული ნარკოპოლიტიკა. რატომ არ მიბაძა მსოფლიომ?
- ავსტრალია სამედიცინო მარიხუანის უკმარისობის გამო იმპორტს ზრდის
- დიდ ბრიტანეთში სამედიცინო მოხმარებისთვის მარიხუანა ლეგალური გახდება
- როგორ დარეგულირდება მარიხუანას ლეგალური ბიზნესი კალიფორნიასა და სხვა შტატებში
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
კომენტარები