საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ბუნებრივი აირის მილიდან სახლის სახურავზე გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებოს ცნობით, ამ წუთებში სამაშველო ჯგუფები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური