ნახეთ, რა მისწერა 8 წლის ქსავიე დოლანმა ლეონარდო დიკაპრიოს
გუშინ ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, კანადელი რეჟისორის, ქსავიე დოლანის ახალი ფილმის, The Death and Life of John F. Donovan, პრემიერა გაიმართა.
ფილმის სიუჟეტი 8 წლის ბიჭის შესახებ მოგვითრობს, რომელიც პოპულარულ მსახიობს წერილებს სწერს.
როგორც აღმოჩნდა, დოლანის ახალი ნამუშევრის სიუჟეტი თავად რეჟისორის ბავშვობის მოგონებებს ეყრდნობა. ამის დასადასტურებლად, ქსავიემ ფილმის ჩვენებამდე მაყურებელს ის წერილი წაუკითხა, რომელიც 8 წლის ასაკში მის კუმირს, ლეონარდო დიკაპრიოს მისწერა.
"ჩემი სახელია ქსავიე დოლან-ტადროსი. ძალიან მიყვარს სკოლა. 8 წლის ვარ, 20 მარტს კი ცხრის გავხდები. მე შენი ერთ-ერთი ფანი ვარ. ფილმი ტიტანიკი ხუთჯერ ვნახე და ძალიან კარგად თამაშობ. დიდებული მსახიობი ხარ და გაღმერთებ. მე თავადაც მსახიობი ვარ, რამდენიმე რეკლამასა და ფილმში გადამიღეს. ვოცნებობ, რომ შენს რომელიმე ფილმში ვითამაშო. ვიცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ჩამოხვალ მონტერეალში და როდესაც აქ ფილმის გადასაღებად ჩამოხვალ, აუცილებლად მოვალ კასტინგზე, რადგან დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა მსახიობი აუცილებლად დაგჭირდება.
ძვირფასო ლეონარდო, იმედი მაქვს რომ წერილზე მიპასუხებ და შენს ფოტოსაც გამომიგზავნი", - წერს წერილში 8 წლის ქსავიე დოლანი.
რაც შეეხება დოლანის ახალ ფილმს, მთავარ როლებს კიტ ჰარინგტონი, ჯეიკობ თრამბლი, ნატალი პორტმანი, სიუზან სარანდონი და კეტი ბეიტსი ასრულებენ.
ფილმში მონაწილეობდა ჯესიკა ჩესტეინიც, მაგრამ გადაღებების დასრულების შემდეგ, ქსავიე დოლანმა მისი პერსონაჟის ყველა კადრი ფილმიდან ამოჭრა.
როგორც რეჟისორი განმარტავდა, ამის მიზეზი ფილმის ქრონომეტრაჟი იყო, რომელიც საბოლოოდ ოთხ საათზე მეტი გამოვიდა. რეჟისორი ამბობდა, რომ ეს მისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ჩესტეინი მას გამუდმებით გვერდში ედგა, მათ შორის ამ ფილმის გადაღებების დროს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები