ჩემი ყოფილი "გელფრენდი" კი არაა — მარგველაშვილის პასუხი ივანიშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე
"რატომ ვერ გავცემ პასუხს, რატომ არის სენსიტიური, ჩემს ყოფილ გელფრენდზე კითხვა კი არაა?" — ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე დასმულ კითხვას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
კონფერენციის მოდერატორი დაინტერესდა რამდენად დიდი პრობლემაა ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის დომინირება ქვეყანაში:
"ბატონო პრეზიდენტო, ძალიან საინტერესო ადამიანი ბრძანდებით, ერთი სახელია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ბევრი მეგობარი შეწუხებულია, რომ ერთ ადამიანს უჭირავს ძალიან დიდი როლი ამ ქვეყნის ცხოვრებაში. მე ვიცი, რომ ეს კითხვა სენსიტიურია და რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იქნებ შეეცადოთ?".
გიორგი მარგველაშვილმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ცხოვრების მთავარი ნაწილი ბიძინა ივანიშვილთან კონფრონტაცია იყო.
"ქართულ ოცნებას აქვს კარგი მიზეზი, რომ ვძულდე ამის გამო. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ აღმიქვამენ ქვეყნის მტრად. ეს ნორმალურიც არის. ყველგან, ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტიკოსები ეძებენ მიზეზებს რატომ უნდა სძულდეთ ერთმანეთი. ქართულ ოცნებას კარგი მიზეზი ჰქონდა, იმიტომ რომ ბიძინას არ მოვწონდი. თავიდან რთული იყო, გამოწვევა იყო, შუაგზაზე და ახლა უკვე მოსაწყენია პრეზიდენტობის ბოლოს", — განაცხადა მარგველაშვილმა.
მან ბიძინა ივანიშვილს ძლიერი ადამიანი უწოდა, ხოლო იმ პირებს, რომლებიც მისივე თქმით, ივანიშვილის სკამს უკან იმალებიან, სუსტი.
"მე ვფიქრობ, რომ სუსტი ადამიანები, სუსტი პოლიტიკოსები არიან პრობლემა, რომლებიც იმალებიან ძლიერი ლიდერის უკან, რომლებიც ყოველთვის ვიღაცას რაღაცას აბრალებენ. მე მწამს, რომ ჩვენ ნებისმიერი ძლიერი ადამიანის გავლენისთვის პასუხი უნდა ვაგოთ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ამასთან კომფორტში არიან უფრო ცუდია. მირჩევნია იყვნენ ძლიერი და მდიდარი ადამიანები, ვიდრე სუსტი პრემიერ-მინისტრი, სუსტი მინისტრი, რომელიც ძლიერი ლიდერის სკამს უკან იმალება", — განაცხადა მარგველაშვილმა.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები