შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, მანქანის მართვა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. თუმცა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა ადმინისტრაციული კოდექსით დასჯადია.

"კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ რეგულაცია. მარიხუანას ფლობა და გასაღება კვლავ სისხლის სამართლის წესით დაისჯება", — აღნიშნულია შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა იმის შემდეგ დაიწყო, რაც 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა მმართველმა გუნდმა 10 სექტემბრის უმრავლესობის სხდომაზე განიხილა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.