Night Pizza – პიცა მათთვის, ვისაც არ სძინავს
უსამართლობა არაა, რომ ყველა კაფეს თუ რესტორნის სამზარეულო 11 საათზე იხურება, ცხოვრება კი ზუსტად ამის შემდეგ იწყება? გაიხსენეთ, რამდენი კარგი მოგონება არ იარსებებდა, ისეთი რეჟიმი რომ გქონოდათ, როგორიც ბრიტანელ ექიმებსა და თქვენს მშობლებს ერთნაირად გაახარებდა.
ღამის ცხოვრება ღამის მოშიებების გარეშე არ არსებობს, რაც თავისთავად ქმნის საჭიროებას, არსებობდეს ადვილად ხელმისაწვდომი და გემრიელი საჭმელი, რომელსაც მეგობრებსაც გაუნაწილებ. სწორედ ამ მისიით შეიქმნა Night Pizza და მის გამოსაძახებლად ცაზე პიცის ნაჭრის გამოსახვა საჭირო სულაც არაა. უბრალოდ nightpizza.ge ზე უნდა შეხვიდეთ.
კომპანია 2015 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მას შემდეგ უამრავი პიცა მიიტანა დანიშნულების ადგილას, თუმცა იყო პაუზაც, რომელიც ღამის პიცის შემქმნელებმა მენიუს გასაახლებლად გამოიყენეს.
"გავაკეთეთ რვა განახლებული პიცა, განვაახლეთ ვებგვერდი, სადაც უკვე საკუთარი პიცის აწყობა შეგიძლია. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი სოუსებია, რომელიც პიცასთან ერთად შეგიძლია შეუკვეთო. მათ შორის ყველაზე საინტერესო ბაჟეა, რომელიც ქათმის პიცას ძალიან უხდება", - ამბობს ლევან გომშიაშვილი, Night Pizza-ს წარმომადგენელი.
კითხვაზე, ვინ არიან ღამის პიცის მთავარი მომხმარებლები, პასუხი ასეთია: ყველა, ვინც ღამე მუშაობს, ერთობა, კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს ან უბრალოდ ფილმს უყურებს. ის ადამიანები, რომელთათვისაც დაღამება ბევრს არაფერს ნიშნავს, ახალი დღის დაწყება კი რაიმე კონკრეტულ საათთან არაა დაკავშირებული.
ღამის პიცის მიწოდება საღამოს 9-დან დილის 6-საათამდე ხდება თბილისის მასშტაბით. 38-40 სმ დიამეტრიანი პიცის ფასები 16 ლარიდან იწყება, სოუსები კი - 1.50ლ ღირს.
სულ მალე საიტიდან იმ პროდუქტების შეძენაც იქნება შესაძლებელი, რომელთა შესაძენადაც ჩაცმა და გარეთ გასვლა გვეზარება (სასმელი, სიგარეტი, ა.შ.) მანამდე კი, სანამ პროგრამულადაც შეძლებთ არჩევას, შეგიძლიათ უბრალოდ მიუთითოთ და კურიერი "წამოგიყოლებთ".
Night Pizza კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს იმისკენ, რომ ღამის ცხოვრება ტრადიციული შეზღუდვებისგან გაათავისუფლოს, ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა შუაღამისას მოგინდებათ გემრიელი პიცა, პიცერიების გაღვიძებამდე ლოდინი აღარ მოგიწევთ.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები