ხორბლის იმპორტიორები მანქანების დაწვითა და თვითდაზიანებებით იმუქრებიან
ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის და ჭვავის ფქვილის გატანა და შემოტანა აიკრძალება. უწყების ცნობით, აღნიშნული საქონლის ექსპორტი და იმპორტი მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით მოხდება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას იმპორტიორების პროტესტი მოჰყვა. მათ უკვე რამოდენიმე დღეა ლილოს გამშვებ პუნქტთან სატვირთო მანქანებით ტერმინალი "გეზ 1" აქვთ ჩახერგილი.
"ყველანაირ ფორმას მივმართავთ, გზასაც დავკეტავთ და მანქანებსაც დავწვავთ. რად მინდა ის მანქანა, რომელსაც ვერ ვამუშავებ. ამ ტერმინალშივე დავწვავთ ამ მანქანებს", — ამბობს აქციის მონაწილე თეიმურაზ ნარიმანიძე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა კიდევ ერთი იმპორტიორი გიორგი ჯიჯიშვილი. როგორც მან რუსთავი 2-თან საუბარში აღნიშნა, ხორბლის გემით და რკინიგზით შემოტანა, პურპროდუქტების ფასს გააძვირებს.
"დღეს ჯდება საშუალოდ 40 დოლარი ერთი ტონა ტვირთის შემოტანა ტრანსპორტით. ხოლო გემი და მატარებელი თუ ჩაერთო მინიმუმ 30 დოლარით გამოიწვევს გაძვირებას ერთი ტონის", — ამბობს გიორგი ჯიჯიშვილი.
ლილოს გამშვებ პუნქტთან შეკრებილი აქციის მონაწილეებიდან ერთ-ერთმა პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმას მიმართა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, აქციის მონაწილე შენობის სახურავზეა ასული და თვითდაზიანებით იმუქრება. აქციის მონაწილე ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას და უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს.
გუშინ, 19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ უწყება მზადაა იმპორტიორებთან მოლაპარაკებისთვის.
"ვფიქრობთ, პირველ იანვრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს საკითხი და მოვძებნოთ ყველასთვის უმტკივნეულო და მისაღები ვარიანტი", — წერია განცხადებაში.
ფინანსთა მინისტრის თქმით, იმპორტიორების გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
კომენტარები