სახელმწიფო დეპარტამენტი: ამერიკა დგას საქართველოს გვერდით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა. ეს პრემიერის რანგში შეერთებულ შტატებში ბახტაძის პირველი ოფიციალური ვიზიტია. პრემიერ-მინისტრთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა. პრესსპიკერმა ნაუერტმა აღნიშნა, რომ ამერიკა დგას საქართველოს გვერდით.
"დღეს, სახელმწიფო მდივანი, [მაიკ] პომპეო საქართველოს პრემიერ მინისტრს შეხვდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის სიძლიერე. 10 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და აგრძელებს საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. რუსეთის მიერ ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, მკვლელობის, მოტაცების და სხვა ფორმებით ძალადობის მიუხედავად, რაც რუსეთის განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ხდება, საქართველო აგრძელებს მისი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას, და ეკონომიკის განვითარებას", - აღნიშნა ნაუერტმა.
სახელწმიფო დეპარტამენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მონაწილეობას ავღანეთის მისიაში. პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ამერიკა ელის მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ამასთან, სპიკერმა ნაუერტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
"ამერიკა დგას საქართველოს გვერდით. ავღანეთში, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი სამხედროების გვერდით მსახურობენ. ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გათვლით [სამხედროების რაოდენობით] მთავარი კონტრიბუტორია. ერთ დღესაც ჩვენ ველით საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველო მხარდაჭერას კანონის უზენაესობის და ანგარიშვალდებული მთავრობის გამყარების კუთხით", - განაცხადა ნაუერტმა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. პრემიერის თქმით, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო ამერიკასთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
"ჩვენ შევეხეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას. ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში იმ ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც ჩვენ გვაქვს რესურსი და რაც მთავარია პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთოებები გავაღრმავოთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ვაშინგტონში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური 27 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
კომენტარები