გორში მოხუცის ცემისა და ძარცვის ბრალდებით მისი შვილი და შვილიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების განმარტებით, რომ 1934 წელს დაბადებულ მოხუცს თავისმა შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლისმე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.