სამეფო კარის თამაშები რომ უსაზღვროდ პოპულარულია, ამაზე ორი აზრი ნამდვილად არ არსებობს. მაგრამ, ის თუ იცოდით, რომ მისმა პოპულარობამ ბევრ მშობელს გადააწყვეტინა, ბავშვებს მათი საყვარელი პერსონაჟის სახელები დაარქვან?

მაგალითად, არია გასულ წელს 343 ბრიტანელ გოგოს დაარქვეს, კჰალესი 73-ს, ხოლო ტირიონი 11 ახალშობილს.

ბევრი მშობელი იმისაც ამბობს, რომ ბავშვისთვის დაენერისის დარქმევა სურდათ, თუმცა რადგან სახელი ცოტა რთულად წარმოითქმის, ამიტომ მათ არჩევანი საბოლოოდ არიაზე შეაჩერეს.

აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთში ძალიან პოპულარულია სახელი სანსაც.