შეცდომები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ისევე, როგორც მათთან შეგუება, ღრმად ამოსუნთქვა და ცხოვრების გაგრძელება. ყველაზე დიდი შეცდომა კი წარუმატებლობის შიშით ნაბიჯის არგადადგმაა.

ამ შეცდომებიდან დიდი ნაწილი შენც გექნება დაშვებული და ალბათ, კარგად იცი, რომ ამ შეცდომების შედეგები ბევრად გაზვიადებულად გვეჩვენება, ვიდრე რეალურად აღმოჩნდება ხოლმე.

1. ხელფასის პირველივე კვირაში დახარჯვა

ფოტო: geoffreytaylor

თუ ეს არ გიქნია და მერე თვის ბოლომდე დივანში ნაპოვნი ხურდებით არ გაგიტანია თავი, ჩათვალე, არ გიცხოვრია.

2. გზის არევა და რჩევის ჯიუტად არკითხვა

ფოტო: giphy

რასაც მოსდევს გაცნობიერების უხერხული მომენტი, მობილურში ჩახედვა, თითქოს სასწრაფოდ რაღაც ახალი შეიტყვე და მერე სულ სხვა მიმართულებით წასვლა.

3. ტანსაცმლის გაუსინჯავად ყიდვა

ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა გასახდელთან დიდი რიგია, შენ კი ფიქრობ, რომ საკუთარ პროპორციებს ისედაც ზედმიწევნით იცნობ.

4. მაღაზიაში შესვლა, ურიკაზე უარის თქმა და მერე სალაროსთან პროდუქტებით სავსე ხელებით მისვლა

გზადაგზა საყიდლები გიცვივდება, მაგრამ თავი ისე გიჭირავს, თითქოს ასეც უნდა ხდებოდეს. სახლში მხოლოდ "რჩეულ" პროდუქტებს მიიტან და ფულიც დაგეზოგება.

5. საკუთარი ხელით თმის შეჭრა, რომელსაც თმის ზრდის გრძელვადიანი პროცესი მოსდევს

რა აუცილებელი იყო სარკესთან შუაღამისას მაკრატლით ექსპერიმენტების ტარება?!

6. სქრინშოტის გაგზავნა მეგობრის ნაცვლად იმასთან, ვისზეც ჭორაობდი

ბოდიშით ვერ გამოძვრები, მაგრამ გამბედავი საქციელი კი გამოგივიდა.

7. თეთრი ფერის ტანსაცმლის ფერად ტანსაცმელთან ერთად გარეცხვა

ფოტო: giphy

პრინციპში, ეს კრეატიული პროცესია. შენ რაღაც ისეთი შექმენი, რაც მანამდე არ არსებობდა.

8. ღამის გათენება იმ იმედით, რომ სუპერგმირი ხარ და მეორე დღეს ჩვეულებრივად იმუშავებ

ფოტო: giphy

ღამის თენების მიმართ ადამიანის გამძლეობა წლებთან ერთად იკლებს. შენ სუპერგმირი არ ხარ და ამაში ცუდი არაფერია.

9. ჟაკეტის სახლში დატოვება იმის მიუხედავად, რომ დედამ გაგაფრთხილა

გასაგებია, რომ "ზედმეტი ნივთის" ტარება არ გინდა, მაგრამ გაციების წამლებიც ზედმეტი ნივთებია.

10. საკუთარი თავის დარწმუნება, რომ "5 წუთიც იძინებ და ადგები"

ფოტო: giphy

და როცა მართლა იღვიძებ, ხვდები, რომ სამსახურში საშინლად დააგვიანე.

11. სავარჯიშო დარბაზის ერთთვიანი აბონემენტის ყიდვა და უბრალოდ გაფლანგვა

ფოტო: giph

სამაგიეროდ, პირველ დღეს კარგად გრძნობ თავს, რადგან ჯანსაღი ცხოვრებისკენ გადადგი ნაბიჯი

12. საყვარელი სერიალის ახალი სეზონის ერთ დღეში ყურება

მთელი დანარჩენი თვეები რა უნდა აკეთო?

13. შესასრულებელი სამუშაოს დედლაინამდე ერთი დღით ადრე დაწყება

ფოტო: giphy

მერე კი საკუთარ თავთან პირობის დადება, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცევი.

14. მაცივრის რამდენჯერმე გამოღება იმ იმედით, რომ მასში საჭმელი გაჩნდება

რაც მეტჯერ აღებ, მით უფრო მიმზიდველი ხდება ის იდეა, რომ საწებელი და პურიც საჭმელია.

15. პატარა შეცდომებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება

ფოტო: giphy

ამ შეცდომას ყველა ვუშვებთ და მერე ყოველ ჯერზე გვეღიმება, როცა სხვანაირად აღმოჩნდება ხოლმე. შეცდომები იმდენად ხშირია, რომ ჩვენს თითოეულ შეცდომას სამყარო ნამდვილად არ იმახსოვრებს.

პ.ს. შეცდომები მოსულა