ნინო ბურჯანაძის ანტიდასავლური ნარატივი რუსულ სახელისუფლებო არხზე
სანქტ-პეტერბურგში ევრაზიის ქალთა ფორუმში მონაწილეობის შემდეგ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რუსეთის სახელისუფლებო ტელეარხის გადაცემა "დიდ თამაშში" მიიღო მონაწილეობა.
24 სექტემბრის გადაცემის თემა ეხებოდა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ბალტიისპირეთში არსებულ მდგომარეობას. 51-წუთიანი გადაცემის განმავლობაში სამი წამყვანი და ორი სტუმარი, რომელთან შორის იყო ნინო ბურჯანაძე, საუბრობდნენ რუსეთის მიმართ დასავლეთის "მტრულ გეგმებზე".
დასავლური არჩევანი
რუსეთის ყველაზე რეიტინგულ ტელეარხზე, პირველ არხზე ბურჯანაძემ რამდენჯერმე გააჟღერა ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
"პოლიტიკური ელიტა პრაქტიკულად დიდი ხნის წინ შეთანხმდა, რომ პრონატოური და პროდასავლური კურსი და რუსეთთან კონფრონტაცია არის ერთადერთი კურსი, რომელიც საქართველოს სჭირდება. სამწუხაროდ, ამ საკითხზე დებატები არ არსებობს და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამაზე საუბრობს ვართ ჩვენ [დემოკრატიულ მოძრაობა]", — ნინო ბურჯანაძემ თავისი გამოსვლა სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო.
მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ეს საქართველოსთვის პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს.
ნატოში გაწევრიანება
ბურჯანაძე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასაც შეეხო. მისივე თქმით, ამ მიმართულებით "განსაკუთრებით მონდომებით" მუშაობს აშშ და ამისთვის მთელი "სისტემა აქვს შემუშავებული":
"ჩემი მსგავსი ადამიანები კარგად ხვდებიან, რომ მსგავს სიტუაციაში ნატოში არავინ მიგვიღებს და რომც მიგვიღონ, საქართველოსთვის ეს ცუდი იქნება".
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა განმარტა, თუ რატომ არ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. გარდა იმისა, რომ უფლებაშეზღუდული პრეზიდენტობა არ სურს, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების მაინც გაყალბდება:
"საქართველოში არჩევნები ფაქტობრივად არ ტარდება და არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორიც აშშ-ს საელჩოს აწყობს".
"იყო დროს, როდესაც საქართველოში ფიქრობდნენ, რომ ნატოს წევრობა პანაცეა იქნებოდა. მეც აქტიურად ვადვოკატირებდი იმას, რომ საქართველო ალიანსის წევრი უნდა გამხდარიყო. ეს იყო სხვა დრო, სხვა სამყარო, 90-იანებში რუსეთი სხვა ქვეყანა იყო, არც თუ ისე სტაბილური. საქართველო სტაბილურობას მხოლოდ ნატოსა და დასავლეთის ქვეშ ხედავდა. იყო ასეთი ილუზია, რომ დასავლეთი დაგვეხმარება. ჩემთვის იყო 2008 წლის ტრაგედია, როდესაც ნათლად დავინახეთ, რომ დასავლეთი არ დაგვეხმარა", — განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ დღეს რუსეთის ძლიერი, სტაბილური ქვეყანაა და ის ფეხზე ვლადიმერ პუტინმა დააყენა.
2008 წლის აგვისტოს ომი
აგვისტოს ომის დაწყებაში ბურაჯანაძემ ისევ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.
"მიმაჩნია, რომ სიმართლე ვერ გააფუჭებს ქვეყნის რეპუტაციას და მას ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა სიმართლე გააფუჭებს სააკაშვილის რეპუტაციას...
ყველაზე დიდი შეცდომა ის კი არ იყო, რომ დასავლეთთან ან აშშ-სთან მეგობრობა გვსურდა. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ამის გაკეთება რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე გვინდოდა", — განაცხადა ბურჯანაძემ რუსულ ტელეარხზე.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
კომენტარები